შენს საყვარელ სათამაშოების მაღაზიაში, „ჭიტაში“ უკვე ახალი მეგობრები დაგხვდებიან - „ბარბი“, „ჰოთვილსი“ და ჟოზე.
ამ საინტერესო ბრენდებთან და მათ პერსონაჟებთან ერთად, „ჭიტაში“ გელოდებათ თოჯინები, რბილი და ასევე ხის სათამაშოები, კონსტრუქტორები, ელექტრო მანქანები, ეზოს სათამაშოები და კიდევ ბევრი სიურპრიზი, რომელიც მორგებულია ყველა ბავშვის გემოვნებასა და ასაკზე.
„ჭიტა“ პატარებს მასპინძლობს უკვე საქართველოს ოთხ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, გორსა და ზუგდიდში. სასურველი სათამაშოების შეძენა შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელადაც, chita.ge-ზე, სადაც შენს ზღაპრულ არჩევანს სულ რამდენიმე წამში გააკეთებ და შეკვეთას ძალიან სწრაფად მიიღებ.
„ჭიტა“ 1996 წლიდან სიყვარულით არჩევს გამორჩეულად ხარისხიან, სანდო და შთაგონებით სავსე სათამაშოებს, რათა პატარებს ლამაზი თავგადასავლები და ბედნიერი მოგონებები აჩუქოს. მისი მთავარი ამოცანა პატარა სტუმრებისთვის ყოველი დღის გალამაზება და მათ განვითარებაზე ზრუნვაა.
როცა თამაში გინდა, შენ გვერდით არის „ჭიტა“!
R