თბილისში, თემქაზე, N159 სკოლის წინ, უკვე სკოლადამთავრებული 19 წლის ბიჭი ავტომანქანით 43 წლის თეა გიორგაძეს დაეჯახა. ქალი სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა, მაგრამ მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
თეა გიორგაძე 5 შვილის დედა და 2 შვილიშვილის ბებიაა. მისი შვილი ნათია ბიჩინაშვილიჟურნალ "სარკესთან"იმ საბედისწერო დღის დეტალებს იხსენებს.
"ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ფეხის ამპუტაციას ვერ გადავურჩით. დედას მძიმე შოკი ჰქონდა. თავად უარზე იყო, რომ ფეხი მოეკვეთათ.
მე მომიწია დედასთან შესვლა, რომ დავლაპარაკებოდი. როგორც იცოდა ჩხუბი, ზუსტად ისე გამიბრაზდა. ვეხვეწე, დამთანხმებოდა, ფეხის მოკვეთაზე, მაგრამ უშედეგოდ... ბოლოს ხელწერილის დაწერა მე მომიწია, მისი გადაწყვეტილება არ არის ადეკვატური, სხვა სახის მკურნალობა სჭირდება-მეთქი.
მამაჩემს გულზე პრობლემები აქვს, ჩემი ძმა თავს იდანაშაულებდა, რადგან ეს ამბავი მის "ბოლო ზარზე" მოხდა.
მეც იმხელა შოკი მაქვს მიღებული... დედა თვალებში მიყურებდა, მანქანა რომ ეჯახებოდა. ერთი "დედას" დაძახება მოვასწარი და ჩემ თვალწინ მიასრისა ქალი. დღემდე არ ამომდის თვალებიდან მისი დაფლეთილი ფეხები და როგორ რეცხავდნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მის სისხლს. განაგრძეთ კითხვა