ამ დრომდე მძიმეა, გუშინხაშურში დაშავებული ახალგაზრდა ქალის,ნანა ხიხაძისჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ის გვიან ღამით უგონო მდგომარეობაში მყოფი რეანიმობილით თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ხაშურში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. გუშინ დილით სამსახურიდან შინ დაბრუნებულ ლევან ბარბაქაძეს სახლში საშინელი სურათი დახვდა, მისი 9 წლის შვილი ლუკა ბარბაქაძე უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო მეუღლე უგონო მდგომარეობაში დახვდა. ქალი კომატოზური მდგომარეობით ხაშურის რეფერალურ კლინიკაში სასწრაფოს ბრიგადამ გადაიყვანა.
დღის ბოლოს კლინიკის დირექტორმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
"ამ ეტაპზე, არის მძიმე მდგომარეობა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება. გრძელდება კვლევები, რომლებიც შემოსვლისთანავე დაიწყო. ერთმნიშვნელოვანი პასუხი მას შემდეგ გვექნება, რაც ყველა კვლევის პასუხს მივიღებთ. საკვების სახით მიღებულ პროდუქტებზეც არის ეჭვი, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი. ზუსტად ვერ გეტყვით, როდის იქნება ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხები. საბოლო ჯამში მათი პასუხები იქნება მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. გამორიცხულია სხვადასხვა ორგანული პათოლოგიური, თუმცა ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე საეჭვო დიაგნოზი" - განაცხადა გუშინ კლინიკის დირექტორმა. განაგრძეთ კითხვა