შესაძლოა, ვიქტორია და დევიდ ბექჰემს სულ არ მოსწონთ მათი ოჯახის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი, თუმცა ფაქტია, მათი რძალი დისკომფორტს ნაკლებად განიცდის. პირიქით, რაც უფრო მეტი ჭორი ვრცელდება რძალ-დედამთილის კონფლიქტზე, მით უფრო აქტუალური ხდება ნიკოლა პელტცი, რომელიც როგორც მსახიობი, არ არის ისეთი პოპულარული, როგორც ალბათ თავად სურს, რომ იყოს. მას მერე კი, რაც მილიარდერების ქალიშვილი ნიკოლა ბრუკლინის ცოლი გახდა, მედიამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია. ხოლო გაცხადებული კონფლიქტის ამბებს კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოჰყვა. მასზე და ბრუკლინზე სულ უფრო ხშირად წერენ და ცოტა ხნის წინ ჟურნალ Glamour-ისთვის გადაიღეს. წყვილმა ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და ჟურნალის ყდაც დაამშვენა.
სწორედ ფოტოსესიას მოჰყვა მორიგი აჟიოტჟი. ბრუკლინ ბექჰემის შიშველი ტორსის ფოტოზე ყველამ შენიშნ ცვლილებები. ადრე ბრუკლინს გულის მიდამოებში ეწერა "დედიკოს ბიჭი".
ახლა ის ადგილი მთლიანად დაფარულია დაძარღვული მცენარეების ტატუებით.
მედიაში წერენ, რომ ახალი ტატუ საქორწინო თაიგულის სიმბოლოა და ოჯახში მომხდარ განხეთქილებას უკავშირდება.
ფაქტია, მითქმა-მოთქმის ფონზე, ბრუკლინი აღარ მონაწილეობს ოჯახურ ღონისძიებებში და საჯაროდ მხოლოდ ცოლის სიყვარულზე და მისადმი ერთგულებაზე წერს.