როგორც ცნობილია, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის პირველი ბიოლოგიური შვილი შაილო ყველაზე მეტად ცეკვით არის გატაცებული. სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება მისი ცეკვის ვიდეოები და ყოველ ჯერზე ასიათასობით, მილიონობით ნახვებს აგროვებს.
ამჯერად შაილოს და მისი მეგობრების ცეკვის მორიგი ვიდეო გამოქვეყნდა, რომელსაც კვლავ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ახლა 19 წლის შაილო თავს ში ჯოლის სახელით წარადგენს. ამის შესახებ ლოს-ანჯელესში Isabel Marant-ის ბრენდის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, სადაც გოგონა ერთ-ერთი საცეკვაო ნომრის ქორეოგრაფად გამოდიოდა.
შაილო უკვე რამდენიმე წელია პროფესიონალურად ცეკვავს. ის ფაქტი, რომ ახლა ის დამოუკიდებლად დგამს ნომრებს სცენაზე, მისი კარიერის ახალ ეტაპად დაასახელეს. მედიაში ასევე ივარაუდეს, რომ გოგონას ახალი სახელი მის სცენურ ფსევდონიმად იქცევა.