მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც ბოლო პერიოდია ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს, მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ამბავს უზიარებს გამომწერებს. ნუცა თავის აგენტზე დაინიშნა. 28 წლის მომღერლის თქმით, მან თანხმობით უპასუხა ხელის თხოვნის წინადადებაზე:
"მე ვუთხარი „კი“ ჩემს სუპერ აგენტს, საუკეთესო მეგობარს და ახლა... ჩემს მომავალ ქმარს.
დარენი პირველად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როგორც ადამიანი, რომელმაც ჩემი დაიჯერა, როდესაც ამერიკაში ჩემს ყველაზე დიდ ოცნებებს მივყვებოდი. ის არ იყო უბრალოდ აგენტი. ის ჩემი სუპერ აგენტი იყო. მან ყველაფერი გააკეთა, გამიღო კარები, რომლებიც არასდროს მეგონა, რომ გაიღებოდა, და ჩემ გვერდით იდგა ისე, როგორც არავინ! მაგრამ რასაც ვერ ვხედავდი, ის იყო, რომ ის ჩემი ცხოვრების სიყვარული გახდებოდა.
თავიდანვე ჩვენი კავშირი რწმენაზე, ნდობასა და ღვთის სიყვარულზე იყო დაფუძნებული. დროთა განმავლობაში ის ჩემი უსაფრთხო სივრცე გახდა. ის, ვინც სრულად მიგებდა, მაგრძნობინებდა თავს დაცულად, ძვირფასად...
როდესაც ლოს-ანჯელესში გადავედი საცხოვრებლად, ყველაფერი შეიცვალა. ჩვენი მეგობრობა გაღრმავდა და ერთ დღეს მივხვდი, რომ დარენის მიმართ სიყვარული მხოლოდ პროფესიული არ იყო. ეს ყველაფერი იყო და ის ნამდვილი იყო!!!
ვლოცულობდი ასეთ პარტნიორზე. ვინც დედოფალივით მომეპყრობოდა, ჩემს ყოველდღიურობას სინათლეს შემატებდა და მთელი გულით შემიყვარებდა. და ღმერთმა გამომიგზავნა დარენი.
ბედნიერებით ვარ აღსავსე და მოუთმენლად ველი, ქალბატონი პრინცი გავხდე. შენ ჩემი ლოცვა ხარ, რომელიც ასრულდა. სამუდამოდ მიყვარხარ".
ახალ ამბავზე ასევე წერს 55 წლის წარმატებული პროდიუსერი, სპიკერი და წიგნების ავტორი, მილიონერი დარენ პრინცი:
"როგორც ამბობენ, „კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო“. 2 წლის წინ შევხვდი და დავიწყე მასთან მუშაობა, მისი საოცარი შესრულების შემდეგ, როგორც "american idol"-ის ფინალისტთან. ჩვენ მაშინვე დაგვაკავშირა ერთმანეთს ღვთის სიყვარულმა, ცხოვრების წესმა და დროთა განმავლობაში საუკეთესო მეგობრები გავხდით. წელს, როდესაც გადაწყვიტეთ ლოს-ანჯელესში გადასვლა კარიერის გასაგრძელებლად, არც ერთი ჩვენგანი არ ელოდა იმას, რაც ახლა გვაქვს ხელთ... შენ გაქვს ასეთი უზარმაზარი გული, საოცარი შრომისმოყვარეობა, ყოველთვის ბედნიერი ხარ და ძალიან ერთგული. შენი გადამდები ენერგიით ანათებთ ყველა ოთახს, რომელშიც შედიხარ. მაიძულებ, ყველანაირად უკეთესი ადამიანი ვიყო და ჩემთვის პრივილეგიაა შენ გვერდით ყოფნა, როგორც შენი დამცველის და პროფესიული ხელმძღვანელის. მადლობა, რომ თქვი "დიახ" . მოუთმენლად ველი ჩვენს მომავალს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მე ისევ შენი აგენტი ვარ, ასე რომ, მოდი, სუპერვარსკვლავო! მოუთმენლად ველი, როდის შთააგონებ მსოფლიოს კიდევ ბევრ ქალს არა მხოლოდ შენი განსაცვიფრებელი ნიჭით, არამედ ღრმა შინაგანი ძალით. ახლა ვიცით, რომ სწორედ მაშინ იძენს ცხოვრება ახალ აზრს და ყველაფერი გარშემო, როცა შენს გზაზე მოდის ის, რაც შენთვის იყო განკუთვნილი. მიყვარხარ!"