ზაფხულის საუკეთესო პროდუქტები ბავშვის ორგანიზმისთვის - 10 სეზონური პროდუქტი - მშობლები

ზაფხულის საუკეთესო პროდუქტები ბავშვის ორგანიზმისთვის - 10 სეზონური პროდუქტი

2025-06-09 11:21:54+04:00

ზაფხულში გაუწყლოების რისკი იზრდება, მით უმეტეს, ბავშვებში — ორგანიზმი სწრაფად კარგავს სითხეს ოფლიანობის, სიცხისა და მზეზე ყოფნის გამო. თუმცა ყველას არ შეუძლია დიდი რაოდენობით წყლის დალევა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ის პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმს სითის შევსებაში დაეხმარება. უმჯობესია, ეს პროდიუქტები უმად მიირთვათ, რადგან თერმული დამუშავებისას წყლის შემცველობა იკლებს.

წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო სეზონურ პროდუქტს, რომლებიც დაგეხმარებათ ორგანიზმის დატენიანებაში:

1. საზამთრო შეიცავს 91% წყალს. ეს ტკბილი და გამაგრილებელი ხილი მდიდარია ლიკოპენით — ძლიერი ანტიოქსიდანტით. მიირთვით ცალკე ან დაუმატეთ ხილის სალათებს, სმუზებსა და კოქტეილებს.

2. კიტრი შეიცავს 96.7% წყალს — რეკორდული მაჩვენებელია. იდეალურია როგორც სალათებში, ისე სენდვიჩებში ან ჰუმუსთან ერთად. შესანიშნავი მსუბუქი და გამაგრილებელი წასახემსებელია.

3. კენკრა მარწყვი, მოცვი, მოცხარი, ალუბალი, ჟოლო და სხვა კენკრა არამარტო ვიტამინებით, არამედ წყლითაც ამდიდრებს ორგანიზმს. მარწყვი და მოცვი განსაკუთრებით მაღალი წყლის შემცველობით გამოირჩევა.

4. გრეიფრუტი წყლის გარდა, ხელს უწყობს ცხიმების წვას, ამცირებს ქოლესტერინს და არეგულირებს სისხლში შაქარს. კარგი დამატებაა სალათებში, წვენებში ან ხორცის გარნირად.

5. პომიდორი განსაკუთრებით სასარგებლოა ჩერის პომიდვრები, რომლებიც 94% წყალს შეიცავს. ისინი აუმჯობესებენ კანის მდგომარეობას, აძლიერებენ ძვლებს და გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

6. ხილის ყინული (სორბეტი) სახლში მარტივად მზადდება გაყინული ხილითა და იოგურტით ან წყლით. დაბალი შაქრის შემცველობის შემთხვევაში – არა მხოლოდ გემრიელია, არამედ სასარგებლოც.

7. ნიახური (სელდერეი) მცირედ ტკბილი, მაგრამ მდიდარია ვიტამინებით და წყლით. ამშვიდებს კუჭს და ანეიტრალებს მჟავიანობას. მიირთვით სალათებში ან ისეთი სოუსებით, როგორებიცაა ჰუმუსი ან არაქისის პასტა.

8. მწვანე ბულგარული წიწაკა 93.9% წყლის შემცველობით. ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებს და C ვიტამინს. შეგიძლიათ მიირთვათ პირდაპირ ან სალათებში.

9. ისპანახი შეიცავს 91.4% წყალს. ასევე მდიდარია ფოლატით, კალიუმით და ვიტამინებით. ძალიან კარგად ერგება როგორც სალათებს, ისე სენდვიჩებს.

10. მინი სტაფილო წყლის შემცველობა — 90.4%. პატარა ზომის სტაფილო უფრო ტკბილია და უკეთ იტანს სიცხეს. იდეალურია ბავშვებისთვის, სალათებისთვის და სწრაფი წასახემსებლად.