უფროსი და-ძმის შეხვედრა პატარა კირასთან - ნანუკა გულუა ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს - მშობლები

უფროსი და-ძმის შეხვედრა პატარა კირასთან - ნანუკა გულუა ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს

2025-06-10 08:14:52+04:00

ნანუკა გულუა სულ ახლახან გახდა მესამე შვილის დედა. მას და მის მეუღლეს კახა კაშიას პატარა გოგონა შეეძინათ, რომელსაც კირა დაარქვეს. ნანუკამ ისევ გაგუას კლინიკაში იმშობიარა და უკვე სახლშიც გაეწერა. კირას სახლში წასაყვანად მისი უფროსი და-ძმაც მივიდა - ნინა და იკა. ვიდეოს ნანუკა სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ის მადლობას უხდის კლინიკას და ექიმებს ყურადღებისთვის.

ნანუკას პატარების გაზრდაში ძიძები ეხმარებიან. მისი უკვე ბევრისთვის ცნობილი ძიძა ირა კირას გამოყვანისასაც ნანუკას გვერდით იყო.

ირას ბოლო ხანს ხათუნაც შეემატა, რომელიც ნანუკას მეორე შვილის დაბადების შემდეგ შეუერთდა ოჯახს და ქალბატონები ერთად ზრუნავენ ნანუკას შვილებზე. ნანუკამ ამჯერად ირას პოვნის ამბავი გაიხსენა:

"როცა ძიძას ვეძებდი, ერთადერთი პირობა იყო ჩემი, რომ ყოფილიყო თბილი, მზრუნველი და ტკბილი ადამიანი და უპირობოდ ჰყვარებოდა ჩემი შვილი... გავესაუბრე რამდენიმე კანდიდატს. შემდეგ ძალიან დიდი რეკომენდაცია გაუწიეს ძიძას სამეგრელოდან, ირა მებონიას და ისე აქებდნენ, ვფიქრობდრი, ნეტავ ვინ არის... კარი, რომ გავაღე და ირა დავინახე, ეგრევე ვიფიქრე - ეს არის ადამიანი, რომელმაც უნდა აღზარდოს ჩემი შვილი! ეს ადამიანი მაშინვე შემიყვარდა და მინდოდა, რომ ყოველდღე მენახა ჩემთან სახლში... შემოიტანა სახლში სიმშვიდე და ჰარმონია... და ახლაც წამი არ მაქვს იმის დარდი, ჩემს შვილთან ირა რომ არის, იქ რამე ისეთი ხომ არ ხდება... ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ირას და ხათუნას, ღმერთმა შემაძლებინოს, რომ გადავუხადო ის სიყვარული და სითბო, რასაც ჩემს შვილებს ჩუქნიან".