ზოგჯერ, ერთი რბილი დათუნია ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ სათამაშო. ხოლო თუ სათამაშოს თან ახლავს ემოცია და კრეატიული იდეა, ბავშვური სიხარული ასაკს არ ემორჩილება.
გაინტერესებთ, რატომ გახდა Build-A-Bear-ის კონცეფცია ასე საყვარელი მილიონობით ადამიანისთვის მსოფლიოში? რატომ სტუმრობენ მოზრდილები Build-A-Bear Workshop-ს და რატომ ითვლება ეს მაღაზია ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ გამოცდილებად ბავშვებისთვის?
1997 წელს, ამერიკელმა მეწარმემ მაქსინ კლარკმა ჩვეულებრივი სავაჭრო გამოცდილება ნამდვილ საოცრებად აქცია. მისი იდეა მარტივი, მაგრამ გენიალური იყო: „ბავშვებს ჰქონოდათ შესაძლებლობა საკუთარი ხელით შეექმნათ რბილი მეგობარი და დაემატებინათ მისთვის საკუთარი გრძნობები, სურნელი, ხმა, სახელი და სტილი.“ეს არ არის უბრალოდ ნივთის ყიდვა — ეს არის მოგონების და ისტორიის შექმნის უნიკალური პროცესი.
რატომ გახდა პოპულარული მსოფლიოში?
Build-A-Bear-ის სიყვარულს ერთი შეხედვით ვერ ახსნი, უნდა იგრძნო. აქ სათამაშოს არ ყიდულობ, თავად ქმნი. სწორედ ამ პროცესში იბადება ყველაზე ძვირფასი რამ — ემოციური კავშირი. როდესაც ბავშვი (ან მოზრდილი!) თავად ირჩევს თათებიან მეგობარს, შემდეგ კი სურნელს, გულს და ხმასაც ამატებს, ეს ყველაფერი გადაიქცევა პატარა არსებად, რომელსაც თავისი გულიც კი აქვს — ეს პირდაპირი მნიშვნელობით. ის აღარ არის უბრალოდ ნივთი სათამაშოების თაროზე, ის ხდება შენი რბილი მეგობარი, რომელსაც ეჩვევი, არქმევ სახელს და ზრუნავ მასზე.
ეს პერსონალიზაციაა იმ დონეზე, რასაც სტანდარტული მაღაზია ვერ გვთავაზობს. Build-A-Bear Workshop-ში შენი რბილი სათამაშო შეიძლება იყოს ვინიც გინდა: მომღერალი, ექიმი, კოსმონავტი და სხვა. მას შეგიძლია გაუკეთო სათვალე, დაუმატო გიტარა ან ჩაიცვა ჰარი პოტერის ფორმა. ის ხდება შენივე ფანტაზიის გაგრძელება და შენი სამყაროს პატარა სარკე.
მთელი ეს პროცესი კი ფიქსირდება ფოტოზე, იმ პირველ წამზე, როცა მას ხელში აიყვან. მოჰყვება პატარა სერტიფიკატი, სახელითა (რომელსაც თავად დაარქმევ) და დაბადების თარიღით… ყველაფერი, რაც შემდეგში ღიმილს მოგგვრის. ესაა მოგონება, რომელსაც ბავშვები ინახავენ წლების განმავლობაში.
რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვისთვის — ფსიქოლოგიური კუთხით
Build-A-Bear ბავშვებისთვის უბრალო გართობა არ არის — ეს არის გამოცდილება, რომელიც ავითარებს კრეატიულობას, ემპათიას და პასუხისმგებლობის უნარს. როცა ბავშვი თავად ირჩევს დათუნიას, სურნელს, ხმას და ჩუქნის მას გულს, ის საკუთარ სამყაროს ქმნის. ამ პროცესში ის სწავლობს ზრუნვასა და თვითგამოხატვას, ხოლო რბილი მეგობარი ხშირად ხდება ემოციური სიმშვიდის წყარო — თანამგზავრი, რომელსაც შეიძლება ყველაზე ფარული გრძნობებიც გაუზიაროს. სწორედ ამიტომ არის ეს გამოცდილება ღრმა და მახსოვარი.
მოზრდილებს რატომ უყვართ Build-A-Bear?
ზოგისთვის ეს სიყვარულის ან მეგობრობის სიმბოლოა, თუნდაც საყვარელი ადამიანის სახელზე შექმნილი დათუნია, ან მასში დამალული სურნელი. ზოგი კი კოლექციონერობითაა გატაცებული: ჰარი პოტერი, პოკემონი, Star Wars – პერსონაჟები, რომლებსაც ხასიათი აქვთ. მიუხედავად ასაკისა, Build-A-Bear ყველას უყვარს!
როგორ შევქმნათ საკუთარი Build-A-Bear — ნაბიჯ-ნაბიჯ
სათამაშო თავსდება ლამაზ ყუთში, სახელითა და დაბადების სერტიფიკატით.
და ბოლოს…
Build-A-Bear-ს არ ყიდულობ — შენ მას ქმნი.ეს არაა უბრალოდ ფუმფულა სათამაშო, ეს არის ემოციური მოგონება, პატარა თავგადასავალი, რომელმაც შესაძლოა სამუდამოდ დარჩეს შენს გულში.
„გალერეა თბილისში“, XS სათამაშოების მაღაზიაში მალე ხელმისაწვდომი იქნება Build-A-Bear Workshop-ი.
შეხვდი შენს ახალ რბილ მეგობარს და შექმენი ისტორია, რომელიც მხოლოდ შენ გეკუთვნის.
R