რას საქმიანობენ ცნობილი ქართველი ლამაზმანები, რომლებიც წლების წინ მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილებზე გათხოვდნენ: "ეს ეტა­პი დას­რულ­და.  რასაც გრძნო­ბას ვე­ძა­ხით, გაქ­რა - მშობლები

რას საქმიანობენ ცნობილი ქართველი ლამაზმანები, რომლებიც წლების წინ მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილებზე გათხოვდნენ: "ეს ეტა­პი დას­რულ­და.  რასაც გრძნო­ბას ვე­ძა­ხით, გაქ­რა

2025-06-10 15:42:13+04:00

რას საქმიანობენ მიხეილ სააკაშვილის ცნობილი ბიძაშვილები, რომლებმაც წლების წინ ქართველ ლამაზმანებზე იქორწინეს - "ერთ-ერთის შვილის ნათლია მიშა იყო"

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების, განსაკუთრებით კი მისი ბიძის, თემურ ალასანიას, და ბიძაშვილების, ნიკასა და გიორგის, პირადი ცხოვრება ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო. მათი ქორწინებები, განქორწინებები და ხელმეორე დაოჯახებები ქართულ მედიაში არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიას, საზოგადოება კარგად იცნობს. პოლიტიკოსის კარიერის პარალელურად, ხშირად ჩნდებოდა თემურ ალასანიას სახელიც - კაცი, რომელიც წლების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა, მოგვიანებით კი ოჯახთან ერთად ამერიკაში გადაბარგდა. ამჟამად ის მეუღლესა და ორ ვაჟთან - ნიკასა და გიორგი ალასანიებთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობს.

ალასანიების ახალგაზრდა თაობა - ქორწინებები და პირადი ცხოვრების დეტალები

მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილები ქართული მედიისთვის საინტერესო მას შემდეგ გახდნენ, რაც ცნობილ ქართველ ლამაზმანებზე იქორწინეს. ნიკა ალასანიამ 2011 წელს ცნობილ ტელეწამყვან ლიკა ევგენიძეზე იქორწინა. წყვილმა ჯვარი მამადავითის ეკლესიაში დაიწერა, გრანდიოზული ქორწილი კი მთაწმინდის პარკში გადაიხადა. პატარძლის ერთ-ერთი მეჯვარე მომღერალი ნინი ბადურაშვილი იყო, ხოლო მოწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდა მაშინდელი პირველი ლედი, სანდრა რულოვსიც.

საქართველოში პოპულარული ოჯახის შვილმა სამშობლო და საკუთარი საქმე დატოვა და მეუღლეს ამერიკაში გაჰყვა. რამდენიმე წლის თანაცხოვრებისა და ორი შვილის გაჩენის შემდეგ, ლიკა 2017 წელს საქართველოში დაბრუნდა. მოგვიანებით, “სითის” ინტერვიუში წყვილის დაშორების მიზეზებზე საუბრისას ლიკამ თქვა:

"ჩვენს ცხოვრებაში ეს ეტაპიც დასრულდა. ის, რასაც გრძნობას ვეძახით, გაქრა".

2013 წელს, ნიკას ძმის გიორგი ალასანიას ქორწილი გაიმართა. მისი რჩეული ასევე ცნობილი ოჯახის შვილი - ელენე დუმბაძე გახდა. მილიარდერ დავით დუმბაძის ქალიშვილისა და ექსპრეზიდენტის ბიძაშვილის ქორწილი პრესის ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა.წაიკითხეთ ვრცლად