"6 წლის ბავშვს ფეხი დაუცურდა და მდინარეში ჩავარდა... 500 მეტრის მოშორებით არის ნაპოვნი და გამოყვანილია უვნებლად" - მარტვილში მომხდარი შემთხვევის დეტალები - მშობლები

"6 წლის ბავშვს ფეხი დაუცურდა და მდინარეში ჩავარდა... 500 მეტრის მოშორებით არის ნაპოვნი და გამოყვანილია უვნებლად" - მარტვილში მომხდარი შემთხვევის დეტალები

2025-06-11 10:35:22+04:00

ბავშვი, რომელიც მდინარეში გაუჩინარდა, მაშველებმა იპოვეს და ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მარტვილში, სოფელ ქვემო ხუნწში, მდინარე ცხენისწყლის მიმდებარედ, ბავშვი გაუჩინარდა.

ძებნა-შველის ღონისძიებაში მყისიერად ჩაერთო 50-მდე მეხანძრე-მაშველი, წყალზე სამაშველო საშუალებები და მყვინთავთა ჯგუფი, რის შედეგადაც, მდინარეში ჩავარდნის ადგილიდან 500 მეტრის მოშორებით, ნანახია ბავშვი, რომელიც ნაპირზე გამოყვანილია უვნებლად" - ნათქვამია ინფორმაციაში. განაგრძეთ კითხვა