"სლაში ბავშვთა ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. სისხლში შაქრის ოდენობა მკვეთრად ეცემა და შესაძლოა, გონების დაკარგვა, კრუნჩხვა გამოიწვიოს" - სპეციალისტი ბავშვებში პოპულარულ სასმელზე - მშობლები

"სლაში ბავშვთა ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. სისხლში შაქრის ოდენობა მკვეთრად ეცემა და შესაძლოა, გონების დაკარგვა, კრუნჩხვა გამოიწვიოს" - სპეციალისტი ბავშვებში პოპულარულ სასმელზე

2025-06-11 12:20:48+04:00

სურსათისუვნებლობის სპეციალისტი, მარიამ ჩაჩუა გადაცემაში "ახალი დღე" ბავშვებში პოპულარული სასმელის, ე.წ. სლაშის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ აღნიშნული სასმელი განსაკუთრებით სახიფათოა:

- ძალიან ვწუხვარ, რომ სლაში ასეთი პოპულარული სასმელია. ცოტახნის წინ მოხდა შემთხვევა, რომ ბავშვს სლაშის მიღებისას, ადგილზევე ინტოქსიკაცია დაემართა. ამის გამო, დუბლინის უნივერსიტეტის კოლეჯმა კვლევა ჩაატარა. 21 შემთხვევა გამოიკვლიეს იმ ბავშვების, რომლებსაც სლაშის წვენის მიღების შემდეგ პირდაპირ, მომენტალურად დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია. დადგინდა, რომ სლაში ბავშვთა ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. სისხლში შაქრის ოდენობა მკვეთრად ეცემა და შესაძლოა, გონების დაკარგვა, კრუნჩხვა გამოიწვიოს. ამის მთავარი მიზეზი გლიცეროლია. ეს ხელოვნური დამატკბობელია, რომელიც დამატკბობელი ფუნქციის გარდა, ნახევრად გაყინულ სასმელს ინდუსტრიული მიზნებისთვის ტექსტურას უნარჩუნებს. ამიტომ, პირდაპირ გაიცა რეკომენდაცია გლიცეროლის შემცველი ნახევრად გაყინული სასმელი 4 წლამდე საერთოდ შეიზღუდოს. 5 წლის ზემოთ კი მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით გამოიყენონ. ყოველდღიურად, მით უმეტეს რამდენიმე ჭიქის ერთად მიღება არ შეიძლება. ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ როგორც დამატკბობლებს, ასევე ხელოვნურ საღებავებს. სლაშებში ძირითადად ხელოვნური საღებავებია დამატებული.