შესაძლოა თუ არა ყველაზე ტრაგიკული ამბავი ყველაზე დიდი ბედნიერებით დამთავრდეს? - დიახ, შესაძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საზოგადოებაც უფრო მეტად ნეგატივების მოწმეა, ვიდრე - პოზიტივების, მარტვილში 6 წლის დანი თოფურიას გადარჩენის სასწაული სწორედ ასეთია.
წუხელ, საღამოს, ბავშვი სოფელ ხუნწიდან ადიდებულმა მდინარე ცხენისწყალმა წაიღო. მის გადარჩენას არავინ ელოდა. მით უფრო, რომ ბავშვს სრული 5 საათის განმავლობაში, ღამის 12 საათამდე ეძებდნენ სიბნელესა და ცხენისწყლის ღმუილში.
თუმცა სასწაული, რომელიც ამ პატარა ბიჭზე სამყარომ დაუშვა, მაინც მოხდა, რის შესახებაც სოფელ ხუნწის წარმომადგენელს ვესაუბრეთ.
- ბავშვზე და მის ოჯახზე თავს დამტყდარი ტრაგედია იმდენად სულის შემძვრელია, როგორ შეიძლება არ განიცადო. ჩვენც, მთელი სოფელი და ჩვენთან ერთად - 50 მაშველი გულგაპობილი ეძებდა ბავშვს, სრული ხუთი საათის განმავლობაში. მით უფრო, რომ მდინარე ახლა ადიდებულია, განსაკუთრებით იმ ადგილას ტრიალებს წყალი, სადაც ბავშვი წაიღო. სრულიად წარმოუდგენლად აღსაწერია ის სიხარული, რაც ხალხმა მაშინ განიცადა, როცა ბავშვი ცოცხალი ნახა. ბევრმა თქვა, ემოციებისგან კინაღამ ჩავიკეცე, როცა ბავშვი დავინახეო.
- თუმცა ბავშვის დედა, ალბათ, მაინც ფიქრობდა, რომ შვილი ცოცხალი ჰყავდა. დედის ინტუიციას ვერავინ დააჯერებდა, რომ პირიქით იყო.
- ცხადია, ასეა. როგორც მითხრეს, დანი და მეზობლის ბავშვი, ასევე მცირეწლოვანი, საღამოს უფროსების გაუფრთხილებლად გასულან სახლიდან, მდინარეზე. ლამის წუთებში მოხდა ყველაფერი, თორემ, როგორც ვიცი, ბავშვები მაშინვე მოიკითხეს და დაუძახეს, მაგრამ ხელში მარტო დანის მეგობარი შერჩათ, რომელიც იმდენად შეშინებული და შეძრწუნებული იყო, წესიერად ვერც ათქმევინეს, რა მოხდა და როგორ მოხდა. ბოლოს მამამ ბავშვი მდინარეზე გაიყვანა, მოფერებით და დაყვავებით აჩვენებინა ის ადგილი, საიდანაც ბავშვი წყალმა წაიღო. ალბათ, ფეხი დაუცდა მდინარის ნაპირას..წაიკითხეთ სრულად