"9 თვემდე უნდა დაველოდოთ საცრემლე არხის გახსნას, თუ 9-10 თვის ასაკის შემდგომ პრობლემა არ მთავრდება, სპეციალისტის ჩარევა საჭიროა" - ზაზა თელია საცრემლე არხის დახშობასა და კონიუნქტივიტზე - მშობლები

"9 თვემდე უნდა დაველოდოთ საცრემლე არხის გახსნას, თუ 9-10 თვის ასაკის შემდგომ პრობლემა არ მთავრდება, სპეციალისტის ჩარევა საჭიროა" - ზაზა თელია საცრემლე არხის დახშობასა და კონიუნქტივიტზე

2025-06-12 07:40:03+04:00

დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი,ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო"საუბრობს, რა იწვევს ჩვილებში კონიუნქტივიტს და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ პრობლემა თავიდან აირიდოს:

- ჩვილებში კონიუნქტივიტი ძალიან ხშირია, რადგანაც მათთან საცრემლე არხის დახშობის პრობლემა ასევე ხშირია. როდესაც ცრემლი ცხვირის ღრუში ვერ ჩადის, ასეთ შემთხვევაში, ის ინფექციის წყარო ხდება. მშობლები ძალიან ხშირად ოფთალმოლოგს მალევე მიმართავენ ხოლმე. მაგრამ, მოცდითი, დაკვირვებითი ტაქტიკაა რეკომენდებული. როგორც წესი, 9 თვემდე ველოდებით. საცრემლე არხის 9 თვის შემდეგ იხსნება. სუფთა ხელით საცრემლე არხის ნაზად დამასაჟება მნიშვნელოვანია. თუ დახშული საცრემლე არხის გამო ინფექცია განვითარდა, რა თქმა უნდა, ინფექციას ვმკურნალობთ. მაგრამ, ინფექციის პრევენციისთვის თვალის ჰიგიენა, ყოველდღიური წმენდა, დამასაჟება, თბილი კომპრესები დაგვეხმარება, რომ დახშული საცრემლე არხის გახსნა დავაჩქაროთ. თუ 9-10 თვის ასაკის შემდგომ პრობლემა არ მთავრდება, ასეთ შემთხვევაში, სპეციალისტის ჩარევა საჭიროა.