შორენა ბეგაშვილი, ქეთა თოფურია, დევიდ ბექჰემი და სხვები "ლაბუბუს" თოჯინებით - ყველაზე ძვირად ღირებული თოჯინა და მოდური აქსესუარი, რომლის ახალ პარ­ტი­ებ­ზე რი­გე­ბი დი­ლის 3 სა­ათ­ზე იწყე­ბა - მშობლები

შორენა ბეგაშვილი, ქეთა თოფურია, დევიდ ბექჰემი და სხვები "ლაბუბუს" თოჯინებით - ყველაზე ძვირად ღირებული თოჯინა და მოდური აქსესუარი, რომლის ახალ პარ­ტი­ებ­ზე რი­გე­ბი დი­ლის 3 სა­ათ­ზე იწყე­ბა

2025-06-12 22:51:18+04:00

ის, რაც Pop Mart-მა ლაბუბუს წყალობით 2019 წელს დაიწყო, 2025-ში კულტურულ მოძრაობად იქცა. ლაბუბუს თოჯინები პირველად 2019 წელს გამოჩნდნენ ბაზარზე, მაგრამ მათი ნამდვილი დიდება 2025 წლიდან დაიწყო - ისინი ვირუსულად დაბრუნდნენ მაღაზიის ვიტრინებში. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამჟამად ლაბუბუს ახალ პარტიებზე რიგები დილის 3 საათზე იწყება. ეს უკვე გაცილებით მეტია, ვიდრე სათამაშო - ეს კულტურული ფენომენია.

მარკეტინგული გენიალურობა

Pop Mart-მა შესანიშნავად გამოიყენა ძველი ტაქტიკები ახალ დროში. ლაბუბუს თოჯინები ყუთებში იყიდება და შენ არ იცი, რომელ ლაბუბუს ფიგურას მიიღებ. ეს ლატარიის ეფექტი ზრდის მოტივაციას და ამძაფრებს შეძენის სურვილს. ყველაფერი გამიზნულია იმაზე, რომ უბრალო ყუთის გახსნა პატარა თავგადასავლებად აქციოს.

ამასთან, Pop Mart-მა ხელახლა შექმნა უკვე გამოცდილი Beanie Babies-ის სტრატეგია - უშვებს ათობით ვარიანტს, მცირე რაოდენობით და დროებითი წარმოებით. შედეგად, ლაბუბუ გადაიქცა კოლექციონერულ ობიექტად, რომლის იშვიათი ფიგურები eBay-ზე 300 დოლარიდან იწყება და 1,500-მდე ადის.

როგორ შეიქმნა ლაბუბუ

ლაბუბუს ვიზუალი ჰონგკონგელი არტისტის, კასინგ ლანგის იდეაა, რომელიც ნიდერლანდებში გაიზარდა. მისი შთაგონება ჩრდილოეთის მითოლოგია და ილუსტრირებული წიგნების სერია იყო. თოჯინები ჰიბრიდულ სტილშია შექმნილი - ბეწვისა და ვინილის ნაზავი, რომლებიც ერთდროულად ფაფუკიცაა და ოდნავ საშიშიც.

ლაბუბუს ფენომენი ბავშვებზე კი არა, მოზრდილებზეა გათვლილი. თოჯინა იქცა მოდურ აქსესუარად – ხელჩანთებზე დაკიდებული პატარა ტოტემით, რომელიც ჩვენს ემოციებს გამოხატავს. განაგრძეთ კითხვა