ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები - ცნობები ცხელი წერტილიდან (ფოტოები) - მშობლები

ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები - ცნობები ცხელი წერტილიდან (ფოტოები)

2025-06-13 09:59:17+04:00

ისრაელმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმები განახორციელა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა.

  • ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკეროს განცხადებით, ისრაელმა დაიწყო "პრევენციული, ზუსტი, კომბინირებული შეტევა“ ირანის ბირთვულ პროგრამაზე დასარტყმელად.

მისი თქმით, დარტყმები იყო პასუხი „ირანის რეჟიმის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიაზე“.

თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ ისრაელის საჰაერო ძალების ათობით გამანადგურებელმა თავდასხმის პირველი ეტაპი განახორციელა, რაც მოიცავს „ათობით სამხედრო სამიზნეზე, მათ შორის ირანის სხვადასხვა რაიონში ბირთვულ სამიზნეებზე დარტყმებს“.

თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის ხელში არსებული მასობრივი განადგურების იარაღი "ეგზისტენციალურ საფრთხეს“ წარმოადგენს ისრაელისთვის და ფართო მსოფლიოსთვის.

"ისრაელის სახელმწიფოს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ შეასრულოს ვალდებულება, იმოქმედოს თავისი მოქალაქეების დასაცავად“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. განაგრძეთ კითხვა