სკანდალური სპორტსმენისა და მილიონერის მიხეილ მამიაშვილის ქალიშვილი დაქორწინდა - მისი რჩეული ცნობილი ჰოკეისტია - მშობლები

სკანდალური სპორტსმენისა და მილიონერის მიხეილ მამიაშვილის ქალიშვილი დაქორწინდა - მისი რჩეული ცნობილი ჰოკეისტია

2025-06-13 10:31:06+04:00

რუსეთის სპორტული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, სკანდალებით ცნობილი მილიონერის მიხეილ მამიაშვილის უმცროსი ქალიშვილი ელიზავეტა ცნობილ ჰოკეისტს მატვეი გუსკოვს გაჰყვა ცოლად. წყვილი 2020 წლიდან ხვდება ერთმანეთს, 2024 წელს სთხოვა მატვეიმ ხელი, 11 ივნისს კი ოფიციალურად იქორწინეს.

1440x1752-0xaetos00q-6568977397068754228-1749797202.jpg

1440x1799-0xf2tvgzby-7840932493534346197-1749797202.jpg1440x1800-0xmtyxzdy8-7264606417341599835-1749797203.jpg

ქორწილი მოსკოვში გადაიხადეს, თუმცა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია, რომ ქორწილი საკმაოდ მასშტაბური იყო.

1440x1800-0x9rvrhwiv-0014597726532916634-1749797202.jpg

ლიზა ბომონდურ ცხოვრებაში ჩართულია და მოსკოვური წვეულებებისა და ღონისძიებების ხშირი სტუმარია. მისი მეუღლეც სპორტული ოჯახიდანაა - მამამისი ასევე ცნობილი ჰოკეისტია.

1440x1800-0xcs0uiagh-2331407603696672086-1749797202.jpg1440x1800-0xt3tgmdmf-9911190276358410496-1749797203.jpg

რაც შეეხება ლიზას მამას, მიხეილ მამიაშვილი მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენია, თუმცა ბოლო პერიოდში მისი სახელი ძირითადად სკანდალებთან ასოცირდება. 1963 წელს უკრაინაშია დაბადებული. მამამისი ქართველი იყო - გერაზ მამიაშვილი, თუმცა თავად მიხეილი თავგამოდებულია, როგორც რუსი სპორტსმენი და რუსეთის ფედერაციის ერთგული დამცველი. საბჭოთა კავშირის დროს არაერთი ჯილდო მოიპოვა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ოლიმპიური ჩემპიონია, სსრკ-ის დამსახურებული სპორტის ოსტატი (1988), სსრკ-ისა და რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი (1992), რუსეთის სპორტული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი და პოლკოვნიკი. ჰყავს ცოლი, ხუთი შვილი და შვილიშვილები.

702464441-0-0-0-0-650x0-80-0-0-8071ba01826455850f4433c73c742db4-1749797203.jpg

მსოფლიოს ჩემპიონატებზე არაერთხელ აღმოჩნდა სკანდალში. ბოლოს ბრატისლავაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, დაჯილდოების ცერემონიის დროს, როდესაც ოქროს მედალს გადასცემდა, მოღალატე უწოდა ალბანეთის სახელით მოასპარეზე ოს ჩერმენ ვალიევს, რომელიც მანამდე რუსეთის სახელით ასპარეზობდა. მანამდე რუსმა მოჭიდავე ქალმა ინა ტრაჟუკოვამ დაადანაშაულა იმაში, რომ ბრინჯაოს მელის მიღების შემდეგ მთვრალმა მამიაშვილმა გალანძღა და ორჯერ სახეში გაარტყა.

გარდა ამისა, ხშირად წერენ მის საარაკო სიმდიდრეზე, რომელიც სპორტულ ფედერაციაში კორუფციული გზებით დააგროვა. ამბობენ, რომ მოჭიდავეების სპორტული მოქალაქეობის ცვლილება კარგად დამუშავებული ფინანსური მექანიზმია და გარდა ოფიციალური თანხისა, რასაც სპორტსმენი ჭიდაობის გაერთიანებულ ფედერაციას უხდის, რუსეთში სპორტსმენები პირადად მამიაშვილსაც უხდიან. ასევე საუბრობენ ოფიციალურ შეჯიბრებებზე საპრიზო თანხების მითვისებაზე. "ფედერაციის ხელმძღვანელი სპორტსმენების მიერ მოპოვებულ გამარჯვებებზე მდიდრდება და წლობით არ იხდის მძიმე შრომით გამომუშავებულ ჰონორარებს" (წყარო).