"ჩვენს საყ­ვა­რელ ქარ­თვე­ლებს ერთს ვურ­ჩევთ, კაცი წა­ბორ­ძი­კე­ბუ­ლი არაა, ჩა­წიხვლას რომ იწყებთ, ერ­თის საშ­ვე­ლად მე­ო­რეს წიხ­ლავთ. არა მგო­ნია, კარ­გი მიდ­გო­მა იყოს!" "შორს ხელები ჩემი ოჯახიდან" - ნატო გელაშვილი და მისი ვაჟები კრიტიკას ეხმაურებიან - მშობლები

"ჩვენს საყ­ვა­რელ ქარ­თვე­ლებს ერთს ვურ­ჩევთ, კაცი წა­ბორ­ძი­კე­ბუ­ლი არაა, ჩა­წიხვლას რომ იწყებთ, ერ­თის საშ­ვე­ლად მე­ო­რეს წიხ­ლავთ. არა მგო­ნია, კარ­გი მიდ­გო­მა იყოს!" "შორს ხელები ჩემი ოჯახიდან" - ნატო გელაშვილი და მისი ვაჟები კრიტიკას ეხმაურებიან

2025-06-14 12:21:24+04:00

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძისთვის სასჯელის გამოცხადების დღეს, თსუ-ის მე-2 კორპუსში კონცერტი მიმდინარეობდა, რომელშიც ნატო გელაშვილის ვაჟებიც მონაწილეობდნენ. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა ჭოხოების მისამართით. კრიტიკას გუშინ ჯერ თავად ნატო გელაშვილი გამოეხმაურა:

"მოგესალმებით სრულიად საქართველოს… არ მეგონა, რომ კიდევ დავუბრუნდებოდი ჩემს ოჯახზე ბულინგის თემას… თუმცა როგორც ჩანს, გაუსვრელი არავინ უნდა დარჩეს... დღეს ბიჭები არიან სამიზნეები... კიდევ ერთხელ განვმეორდები...
ჩვენ არავის ვუვარდებით სახლში,არც სცენაზე, არც პირად ცხოვრებაში, არც სამარცხვინო ნაბიჯებით გამოვირჩევით…როცა ყვირი “სირცხვილია”-ს, სულ ცოტა მისი შინაარსი კარგად უნდა გესმოდეს ადამიანს…”რა არის სირცხვილი და რა არა”.. ეს ბიჭები იმ ოჯახში გაიზარდნენ, სადაც ყველაფრის ფასი ძალიან კარგად ვიცით... არც მშიერის დაპურება გვეშლება, არც უსახლკაროს მიღება, არც მრწამსისთვის ჯოჯოხეთის გავლა... არც მდუმარებაში გლოვა, არც უსახლკარობის შიში, არც ერთმანეთის სიყვარული და არც ქვეყნის… არც გაზის ყლაპვის შეგვშინებია ოდესმე და არც ვინმესვითვის სიმართლის თქმის…. ასე რომ…
შორს ხელები ჩემი ოჯახიდან".
დღეს კი ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეებმა გაავრცელეს განცხადება:

"მოგესალმებით,ზოგადად აქტიურობით, პოსტებით და მოწოდებებით არ გამოვირჩევით, თუმცა გუშინდელ ამბავს უპასუხოდ არ დავტოვებთ. პირველ რიგში ყველას ბიჭებს, ვინც არიან დღეს პატიმრობაში ჩვენი სოლიდარობა და თანადგომა, ეს ესე იყო ყოველთვის და ასეა დღესაც! მეორე, ჩვენ ქართული - ტრადიციული ღირებულებებით გავიზარდეთ და ჩვენი ნატალიასთვის და დღეს უკვე უფრო დიდი ოჯახისთვის ვარსებობთ რაც თავი გვახსოვს. ასევე, სოც.ქსელებში და მსგავს პლატფორმებზე პოლიტიკურ ამბებში გარევას ყოველთვის ვერიდებოდით, რადგან საქართველოში შეუძლებელია რაიმე აზრი გქონდეს და რომელიმე მხარეს არ მიგაკუთვნონ, თუმცა ქმედებით ყოველთვის ვაფიქსირებდით ჩვენს გულიდან წამოსულ სიტყვას აქციაზე გასვლით, კონცერტების გაუქმებით თუ ზოგადად ჩვენი აზრის დაფიქსირებით საზოგადოებაში.ადრეც ჩაგვიტარებია კონცერტი არაერთ უნივერსიტეტში და მათ შორის თსუ-შიც. რაც შეეხება გუშინდელ დღეს ერთ-ერთი რიგითი კონცერტი დაიგეგმა სტუდენტებისთვის. სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირდებით და დღევანდელი გადმოსახედიდან როგორც ვვარაუდობთ, იქ მყოფმა ადამიანებმაც არ იცოდნენ აღნიშნული სიტუაციის შესახებ, რადგან კონცერტის განმავლობაში მსგავსი არაფერი იგრძნობოდა. თსუ-ს თვითმმართველობასთან ჩვენი ურთიერთობა დასრულებულია და თსუ-ში ეს ჩვენი ბოლო ღონისძიებაა, ვფიქრობთ ყველასთვის გასაგებია რატომაც. კონცერტის ბოლოსკენ იყო ის ამბავი ბიჭი, რომ ამოხტა და ვერავინ ჩვენით დაწყებული ბენდით დამთავრებული ვერ გაიგო რა უნდოდა, არაფერი ისმოდა და ამიტომ გავაცილეთ სცენიდან. მიკროფონი კიდევ ჩვენს კონცერტზე ყველასია და ვინც ყოფილა იცის, რომ მიკროფონი სულ ჩამოტარებითაა ხოლმე, თუმცა შესაბამისი ფორმაა საჭირო.

ერთი რაღაცაც ვერ გავიგეთ, სცენასთან ვიდექით 2 საათი კონცერტის დაწყებამდე, თუ სიკეთით მოსული ადამიანი იყო მანამდე მოსულიყო კაცურად და ეთქვა, ბიჭებო, აქციაა, რა დროს კონცერტიაო და გავუგებდით, ათასჯერ გაგვიუქმებია მსგავსად კონცერტი, მაგრამ ალბათ რეიტინგი არ დაიწერებოდა, საწყენია. “სირცხვილიას” გოგოებს რაც შეეხებათ, თუ იცოდით, რაც ხდებოდა და კონცერტზე მოხვედით, ეგ უფრო დიდი სირცხვილია ჩემო კარგებო.

ჩვენს პატარა და დიდგულა საქართველოს დიდება, მშვიდობა და ერთიანობა, რაც ყველაზე მეტად გვაკლია! ჩვენს საყვარელ ქართველებს კი ერთს ვურჩევთ, კაცი წაბორძიკებული არაა ჩაწიხვლას, რომ იწყებთ, ერთის საშველად მეორეს წიხლავთ. არა მგონია კარგი მიდგომა იყოს ან რომელიმე გაგებით გამართლებული! და ბოლოს, ჩვენს სუფთა და სიყვარულით სავსე ოჯახს გაუმარჯოს, სანამ ერთად ვართ ყველაფერი მაგრად იქნება და ყველაფერი გაივლის!!"