თი მაჭავარიანის მოულოდნელი საჩუქრები შვილებს და ატირებული პატარები - "ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, თქვენთვის ვაკეთებ..." (ვიდეო) - მშობლები

თი მაჭავარიანის მოულოდნელი საჩუქრები შვილებს და ატირებული პატარები - "ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, თქვენთვის ვაკეთებ..." (ვიდეო)

2025-06-14 12:50:15+04:00

ინფლუენსერი და სამი შვილის მარტოხელა დედა თი მაჭავარიანი ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს. როგორც მან ცოტა ხნის წინ უთხრა გამომწერებს, ბინა გაყიდა და საცხოვრებელს იცვლის. ვიდეოში ის თავის შვილებს ეუბნება, რომ ბევრ სხვა მიზეზთან ერთად ბინის გაყიდვის ერთ-ერთი მიზეზი იყო, ბავშვები ბევრი რამით გაახაროს და სურს ამის დაწყება. მან გოგონებს ძვირად ღირებული გაჯეტები აჩუქა, რასაც მათი სიხარულის ცრემლები მოჰყვა.

ცნობილია, რომ თი ცოტა ხნის წინ დაშორდა შეყვარებულს - გიორგი ჭავჭანიძეს.

snapinsta-1726645044.app_457838903_1757316858135430_886906744331499344_n_1080.jpg

მანამდე მცირე ხანს იყო დაქორწინებული ანიმატორ დავით გაფრინდაშვილზე, იმავე ბზიკოზე.

1-1694509377.jpg

შვილები თის პირველი ქორწინებიდან ჰყავს. თი 18 წლის გათხოვდა, მალევე წავიდა ამერიკაში მეუღლესთან ერთად და უმცროსი შვილებიც იქ შეეძინა. წლების წინ დაბრუნდა საქართველოში.

„ჩემს შვილებს ჰყავთ ძალიან კარგი მამა, ეს არის ადამიანი, რომელთან ერთადაც მე გავატარე 11 წელი. ერთი მამა ჰყავთ სამივეს. ორი კვირა ბავშვები ჩემთან არიან, ორი კვირა მასთან...“ - ამბობდა თი ერთ-ერთ ინტერვიუში.