"ჩვენი გაყიდვით მიღებული ფულით ცხოვრება აიწყვეთ, გათხოვდით, პატიოსანი ქალების სახელები გაქვთ და დღეს რომ გამოვჩნდით, გაქვთ პრეტენზიები, როგორ ვბედავთ, რომ გამოვჩნდით... მესმის, რომ არ აღგვიქმავთ თქვენს შვილებად, მაგრამ ადამიანურობა მაინც გამოიჩინეთ!" - თამუნა მუსერიძე - მშობლები

"ჩვენი გაყიდვით მიღებული ფულით ცხოვრება აიწყვეთ, გათხოვდით, პატიოსანი ქალების სახელები გაქვთ და დღეს რომ გამოვჩნდით, გაქვთ პრეტენზიები, როგორ ვბედავთ, რომ გამოვჩნდით... მესმის, რომ არ აღგვიქმავთ თქვენს შვილებად, მაგრამ ადამიანურობა მაინც გამოიჩინეთ!" - თამუნა მუსერიძე

2025-06-15 12:56:02+04:00

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ვრცელ ვიდეოს აქვეყნებს და მიმართავს იმ დედებს, რომლებიც შვილებზე საკუთარი ნებით ამბობენ უარს და წლების შემდეგაც აღარ სურთ მათთან ურთიერთობა და მათი გამოჩენა:

- ერთი შეკითხვა მაქვს დედებთან, რომლებმაც გაგვყიდეთ და ჩვენი გაყიდვით მიღებული ფულით ცხოვრება აიწყვეთ, გათხოვდით, დაოჯახდით, პატიოსანი ქალების სახელები გაქვთ და დღეს ჩვენ რომ გამოვჩნდით, გაქვთ პრეტენზიები, როგორ ვბედავთ, რომ გამოვჩნდით... რატომ ფიქრობთ, რომ ჩვენი დაბადებით რაღაც დანაშაული გვაქვს ჩადენილი და იმ წუთიდან დღემდე თავი დამნაშავედ უნდა ვიგრძნოთ? გუშინ ორ ადამიანს ვუპოვეთ დედა. ერთი ქალბატონი ძალიან კარგად შეხვდა ამ ყველაფერს, თქვა, რომ არ ამბობს შვილზე უარს და იღებს ამ ყველაფერს... მეორემ ისეთი ამბავი მოაწყო, შენ როგორ ბედავ და ჩნდები ჩემს ცხოვრებაშიო... ისეთი მოუწყო, გეგონება ამ ბიჭმა რაღაც დააშავა 44 წლის წინ, და დღემდე, 44 წელი ამ დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს... ამ დედებს მინდა მივმართო, სტატისტიკურად, სუიციდისკენ მიდრეკილი ყველაზე მეტი ადამიანი არის სწორედ გაშვილებული ბავშვი. და გაშვილებული ბავშვები მთელი ცხოვრება ცხოვრობენ დანაშაულის შეგრძნებით და მთელი ცხოვრება საკუთარ თავს თვლიან ყველაფერში დამნაშავედ. ეს ჩვენი ბრალი არ არის. შეიძლება არც თქვენი ბრალია, მაგრამ თქვენ კიდევ უფრო გვიმატებთ ამ დანაშაულის შეგრძნებას. მესმის, რომ არ აღგვიქმავთ თქვენს შვილებად, მაგრამ ადამიანურობა მაინც გამოიჩინეთ.

თამუნამ ისაუბრა ასევე იმაზე, რომ დედები ხშირად მამების სახელებს და გვარებსაც უმალავენ გაშვილებულ ბავშვებს, არადა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. და იმასაც გაუსვა ხაზი, რომ არაფერი არ სურთ მათ დედებისგან, ვინც ეძებს და არ აპირებენ მათ ცხოვრებაში ჩარევას. უბრალოდ სურთ იცოდნენ, ვინ არიან მათი ბიოლოგიური მშობლები, მეტი არაფერი.