ზაფხული Schoolbook Camp 2025 -თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ - მშობლები

ზაფხული Schoolbook Camp 2025 -თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ

2025-06-16 10:03:49+04:00

წელიწადის ამ დროს მშობლებს დიდი თავსატეხი უჩნდებათ - როგორ დაუგეგმონ ზაფხული შვილებს ისე, რომ მათთვის ეს პერიოდი ნაყოფიერი, ეფექტური და შინაარსით დატვირთული იყოს. მოზარდებისთვის ზაფხული ხშირად უდარდელ გართობასთან ასოცირდება, თუმცა, მათ ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარება არდადეგების დროსაც სჭირდებათ. Schoolbook Camp 2025 გვთავაზობს ხედვას - როგორ შეიძლება ეს დრო იქცეს ფასდაუდებელ გამოცდილებად. ბანაკში წარმოუდგენელი და დაუვიწყარი ზაფხული გელით, რომელსაც შეუძლია შვილების ყოველდღიურობა უკეთესობისკენ შეცვალოს. Schoolbook Camp-ის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ზაფხული უნდა გახდეს შესაძლებლობა მოზარდებისთვის, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და შეძლონ მისი სრულად რეალიზება, განვითარდნენ საუკეთესო მიმართულებით და საზოგადოებაში სრულუფლებიან წევრებად ინტეგრირდნენ.

რატომ ვირჩევთ Schoolbook Camp-ს -ნამდვილ ბანაკს?

სქულბუქის საზაფხულო ბანაკი იდეალური არჩევანია მშობლებისთვის, რომლებიც აცნობიერებენ არაფორმალური განათლების მნიშვნელობას და სურთ, რომ მათმა შვილებმა ზაფხული ნაყოფიერად და სასარგებლოდ გაატარონ. ეს არის შანსი მოზარდებისთვის, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი, გაიჩინონ ახალი მეგობრები და შექმნან მოგონებები, რომლებიც მთელი ცხოვრება გაჰყვებათ.

პროექტის მიზანია შეუქმნას მოზარდებს ისეთი გარემო, სადაც ისინი შეძლებენ არა მხოლოდ გართობას, არამედ საკუთარი თავის უკეთ გაცნობას, ახალი უნარების განვითარებასა და მომავლისთვის მზადებას.

Schoolbook-ის პროგრამა და მისი მნიშვნელობა

საზაფხულო ბანაკი მიზნად ისახავს მოზარდების პიროვნულ განვითარებას დარგის წამყვანი სპიკერების მონაწილეობით, ბუნებასთან ჰარმონიული ურთიერთობის (იოგა) და პიროვნული ზრდის სპეციალურად შემუშავებული პროგრამის მეშვეობით.

პროგრამა ეხმარება მოზარდებს, დაინახონ საკუთარი ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები. ის შექმნილია წამყვანი ფსიქოლოგებისა და განათლების სპეციალისტების მიერ, რომლებსაც ესმით მოზარდების შინაგანი სამყარო და საჭიროებები. პროგრამა აერთიანებს ბუნებასთან ჰარმონიის, თვითაღმოჩენისა და ბანაკური ცხოვრების იდეებს და მიზნად ისახავს მოზარდებმა საკუთარი თავი ახალი კუთხით დაინახონ და უპასუხონ მნიშვნელოვან კითხვებს. ბანაკის პროგრამა შემუშავებულია მოზარდის ასაკობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით და თითოეულ ეტაპზე შესაბამისი თემები მიეწოდება. რომელიც მოზარდებს სრულიად ახალ ჭრილში დაანახვებს საკუთარ თავს და გართობითა და ხალისით შეუწყობს ხელს მათ განვითარებას. პიროვნული ზრდის ბანაკის პროგრამა მოიცავს:

იოგა: სხეულისა და გონების ჰარმონიისთვის, სტრესის შემცირებისა და შინაგანი სიმშვიდისთვის, ბუნებასთან კავშირისთვის. ინსტრუქტორებთან ერთად მოზარდები სწავლობენ საკუთარი სხეულის მოსმენასა და ფიზიკური სიმშვიდის მნიშვნელობას.

სპიკერებთან ინტერაქციული სესიები: დარგის ლიდერები და პრაქტიკოსები ინტერაქციულად ესაუბრებიან მონაწილეებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ემოციური ინტელექტი, მიზნების მიღწევა, საკუთარი თავის პოზიციონირება, ლიტერატურის მნიშვნელობა პიროვნული განვითარებისთვის და სხვა. სპიკერების სია განახლებადია და ამ ეტაპზე Schoolbook Camp-ის სპიკერები არიან: სანდრო ჯეჯელავა, ნინო მარგველაშვილი, დათო ტურაშვილი, ნათია ფანჯიკიძე და სხვები. მოზარდებს სპიკერების დახმარებით საშუალება ექნებათ ისწავლონ სტრესისა და ემოციების მართვა და განავითარონ ემოციური ინტელექტი, გაიუმჯობესონ კომუნიკაციის უნარები, დაისახონ მიზნები და მიაღწიონ წარმატებას.

თამაშები და აქტივობები: ფსიქოლოგების მიერ სპეციალურად შერჩეული აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს ფარული ნიჭისა და უნარების გამოვლენას და საკუთარი თავის ახალ ჭრილში დანახვას.

არტის სახელოსნო: არტის სახელოსნო (თიხა, ხატვა და სხვა) ქმნის სივრცეს თვითგამოხატვისა და კრეატიული იდეების რეალიზაციისთვის. ეს ხელს უწყობს მოზარდების ფანტაზიისა და ინოვაციური აზროვნების განვითარებას.

shida-1-1750053885.jpg

საკუთარ თავთან შესახვედრად ბუნებასთან ჰარმონიაში

ბანაკი მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ნაკრძალის ტერიტორიაზე - უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა და სტრესისგან თავისუფალ გარემოში. მოზარდებს საშუალება ეძლევათ ბუნებასთან ჰარმონიაში აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი. ეს არის შანსი, მოზარდი შეხვდეს საკუთარ თავს ისეთს, როგორიც არის სინამდვილეში, ყოველდღიური რუტინისა და ზეწოლის გარეშე.

Schoolbook-ის ბანაკი არ არის სტანდარტული "სასტუმრო ტიპის დასვენება" - ეს არის ნამდვილი ბანაკური გამოცდილება ბუნებაში, სადაც მოზარდს აქვს შესაძლებლობა, ერთდროულად განივითაროს უნარები და მიიღოს სიამოვნება.

ბანაკის თარიღი - 14 -22 ივლისი (9 დღე)

მონაწილეთა რაოდენობა - შეზღუდულია

მონაწილეთა მიღების პირობა - სააპლიკაციო ფორმის შევსება და გასაუბრება.

პროგრამის ღირებულება - 1870 ლარი (დედმამიშვილებისთვის 10% ფასდაკლება; ძველი სეზონის ბანაკის მონაწილეებისთვის 10% ფასდაკლება). ღირებულებაში შედის კომფორტული ტრანსპორტირება - მიკროავტობუსით თბილისიდან ბანაკის ტერიტორიამდე და უკან;

ასევე, ოთხჯერადი კვება (დაბალანსებული, ჯანსაღი მენიუ), 24/7 დაცვა - ბანაკის პერიმეტრის უწყვეტი მონიტორინგი უსაფრთხოებისთვის; ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა;

ლაშქრობები გარემოს უკეთ გასაცნობად და დასამახსოვრებელი თავგადასავლებისთვის;

სპორტული აქტივობები, ფსიქოლოგის სესიები - ბავშვების ემოციური განვითარებისა და პიროვნული გაძლიერებისთვის; შემეცნებით-ინტელექტუალური საღამოები(ცოდნის, ლოგიკისა და შემოქმედების სტიმულირებისთვის) და სხვა.

ბანაკის დასასრულს გაიმართება საზეიმო გალა ღონისძიება - ბანაკის გამოსაშვები საღამო.

ასევე, ბანაკის დასრულების შემდეგ, თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სპეციალური სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს მათ აქტიურ მონაწილეობასა და მიღწევებს.

shida-2-1750053898.jpg

Schoolbook Camp- ინვესტიცია მომავალში

Schoolbook Camp 2025-ში მიღებული გამოცდილება არ შემოიფარგლება მხოლოდ საზაფხულო არდადეგებით. ბანაკის მიზანია, მოზარდებს მისცეს ისეთი უნარ-ჩვევები და ცოდნა, რომლებიც მათ მთელი წლის განმავლობაში გამოადგებათ სწავლაში, ურთიერთობებში, მიზნების დასახვასა და მიღწევაში. ეს არის ინვესტიცია მათ მომავალში.ზაფხული მოზარდებისთვის ხშირად უდარდელ გართობასთან ასოცირდება. თუმცა, Schoolbook Camp 2025 გვთავაზობს ალტერნატიულ ხედვას - როგორ შეიძლება ეს დრო იქცეს ფასდაუდებელ გამოცდილებად, რომელიც "ზაფხულიდან -ზაფხულამდე" გრძელდება. ბანაკი, რომელიც სცილდება ტრადიციულ ფორმატს, აქცენტს აკეთებს პიროვნულ განვითარებაზე, უნარების გაუმჯობესებასა და მოზარდების ჰოლისტურ ზრდაზე. საზაფხულო არდადეგების პერიოდში Schoolbook Camp მოზარდების როგორც ინტელექტუალური, ისე ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშემწყობი ხდება, ის უმუშავებს ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ბავშვს სასკოლო სწავლების პროცესში გამოადგება და მისი სასწავლო წარმატებების წინაპირობა გახდება.

R