გოჩ ჩერტკოევი და შორენა გაჩეჩილაძე, რომლებიც წლებია ამერიკაში ცხოვრობენ, ცოტა ხნის წინ ბებია-ბაბუა გახდნენ. თუმცა პატარა პარის ანას ფოტოები შორენა გაჩეჩილაძემ ახლა გამოაქვეყნა და ასე მიულოცა მეუღლეს და შვილს მამების დღე.
როგორც ცნობილია, გოჩა და შორენა ბევრი წელია ერთად არიან და განსაკუთრებული სიყვარულითა და მეგობრობით გამოირჩევიან. ისინი ცეკვამ დააკავშირა ერთმანეთს - შორენა ცნობილი მოცეკვავეების ოჯახიდანაა, რატი და გიგი გაჩეჩილაძეები მისი ძმები არიან. წყვილს არაერთხელ გაუმარჯვია საცეკვაო შეჯიბრებებში. შემდეგ ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც საკუთარი სტუდია აქვთ. იქვე გაზარდეს ვაჟი ლევანი.
საქართველოსადმი ოჯახს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ხშირად ჩამოდიან და როცა ლევანმა თავის რჩეულზე - შენონზე იქორწინა,ჯვარიც საქართველოში დაიწერა და დიდი ქორწილიც აქ გადაიხადა. ლევანმა და შენონმა სამებაში დაიწერეს ჯვარი, მერე კი რესტორანში, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად გადაიხადეს ქორწილი, სადაც იყო ბევრი ქართული ცეკვა, სიმღერები და ჩურჩხელების ამოვლებაც კი შესთავაზეს სტუმრებს. თამადა კი გიორგი გასვიანი გახლდათ.