ოთხწლიანი, 70 მილიონი დოლარის ღირებულების რემონტის შემდეგ, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა მაიკლ ს. როკფელერის ფრთა.
1982 წელს გახსნილ 40,000 კვადრატული ფუტის ფართობის ფრთაში ამჟამად 1,726 ობიექტია გამოფენილი, მათ შორის ყოფილი პრიმიტიული ხელოვნების მუზეუმის კოლექციები, რომლებიც უახლესი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით არის შექმნილი.
“მუზეუმში მსოფლიოს სამი რეგიონიდან - სუბსაჰარის აფრიკიდან, ოკეანეთიდან და უძველესი ამერიკიდან, საუკეთესო ხელოვნების ნიმუშები გვაქვს“, - განუცხადა დეპარტამენტის კურატორმა, ალის ლაგამამ The Post-ს.
ფლიგელი შეიცავს 400-ზე მეტ ნივთს, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახის წევრმა, მაიკლმა მოგზაურობის დროს შეაგროვა. თუმცა არავინ იცის წარმოდგენილია თუ არა გამოფენაზე იმ ტომის მიერ დამზადებული ნივთები, რომლებმაც შესაძლოა ახალგაზრდა მოგზაურის სიცოცხლე შეიწირეს.
ჰარვარდის ისტორიისა და ეკონომიკის ახლად დამთავრებული კურსდამთავრებული, ნიუ-იორკის მაშინდელი გუბერნატორის ვაჟი მაიკლ როკფელერი 1961 წლის მარტში ახალ გვინეაში, ჰარვარდ-პიბოდის ექსპედიციას შეუერთდა. განაგრძეთ კითხვა