თბილისიდან რამდენიმე წუთის სავალზე, საგურამოში გაშენებულია უნიკალური ბაღი, რომელიც თითოეულ სტუმარს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ავსებს. 500 განსხვავებული ჯიშის ვარდი თეთრიდან ბორდოსფერში და ვარდისფერიდან იასამნისფერში დახვეწილ გადასვლებს ქმნის, მარადმწვანე და ფოთლოვანი მცენარეების რიგები, რომელთა ჩრდილიც სიმყუდროვესა და სიმშვიდეს გაგრძნობინებთ, ზაფხულის სიცხეში ნამდვილ ოაზის ქმნის.
„გრინჰოლში“ ყოველწლიურად ამყნობენ და გამოჰყავთ რამდენიმე ათასი ვარდი, რომელიც ადგილზევე ეგუება საქართველოს კლიმატს და მომავალი მფლობელებისთვისაც მარტივი მოსავლელია. ვარდების რიგები გაშენებულია როზარიუმში, სადაც ფერთა საოცარი გამა და სურნელი დაგხვდებათ. ისინი დარგულია სხვადასხვა ქვეყნის სელექციის მიხედვით (ოსტინის, იაპონური, ფრანგული თუ გერმანული), რაც კიდევ უფრო დაუვიწყარ სანახაობას ქმნის და შერჩევის პროცესს სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს.
„გრინჰოლის“ დამფუძნებელი ნინო ბიწკინაშვილი გვიამბობს, რომ ბაღის სტუმრები ხშირად აღნიშნავენ ადგილის უნიკალურობის შესახებ. მისი თქმით, ეს საუკეთესო ადგილია მათთვის, ვინც გამორჩეულ და არასტანდარტულ მცენარეებს ეძებს. აქ დაგხვდებათ ნაძვები წითელი გირჩებით, მწვანე და ვერცხლისფერი სოჭები, ოქროსფერი ფიჭვები და ტუიები. მარადმწვანე მცენარეები საშუალებას გაძლევთ ეზო მთელი წლის მანძილზე გაამწვანოთ და სიმშვიდე შეიტანოთ თქვენს საცხოვრებელ გარემოში.
„იშვიათი ჯიშის მაგნოლიები, ქოლგებივით გადაშლილი ნეკერჩხლები, მეწამული არყის ხეები, ათეულობით ჯიშის ჰორტენზია და კიდევ ბევრი საოცარი მცენარე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ამშვენებს გარემოს. აქ ყველაფერია გემოვნებიანი და მრავალფეროვანი ბაღების მოსაწყობად. ვარდის კონტეინერების კორიდორებში გავლისას რთულია არჩევანი რომელიმეზე შეაჩერო.
კონტეინერებში დარგული ნერგები მყარი ფესვთა სისტემით გამოირჩევა, რაც გადარგვის საშუალებას გვაძლევს წლის ნებისმიერ დროს და გახარების მაღალი შანსი აქვს“, - განგვიმარტავს ნინო ბიწკინაშვილი.
„გრინჰოლი“ არის ადგილი, რომელსაც შეგიძლიათ ესტუმროთ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად, მოაწყოთ ფოტო გადაღება, ისეირნოთ აყვავებულ რიგებში და უბრალოდ დატკბეთ ცხოვრების მშვენიერებით. აქ პროფესიონალები დაგეხმარებიან თქვენი გემოვნების, საცხოვრებელი ადგილისა თუ კომერციული ობიექტის შესაბამისი მცენარეების შერჩევაშიც, დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან მათ მოვლაზე. პროფესიონალიზმის, ბუნების მშვენიერებისა და მრავალფეროვნების ერთიანობა ყველა სტუმრისთვის დაუვიწყარ მოგონებებს ქმნის.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ „გრინჰოლის“ ვებგვერდს ან ფეისბუქ გვერდს.
R