თიბისის ბიზნესდაჯილდოების ისტორიაში პირველად, პროექტში მონაწილეობის სურვილი443-მა ბიზნესმაგამოთქვა, რაც ბიზნესდაჯილდოებისარსებობის 9 წლის მანძილზე, რეკორდული მაჩვენებელია.
ბიზნესების რეგისტრაციის პროცესი 15 ივნისს დასრულდა. გამარჯვებულებს ივლისში, დასკვნით ღონისძიებაზე, სპეციალურად ბიზნესდაჯილდოებისთვის შერჩეული ჟიური გამოავლენს.
წლევანდელი ბიზნესდაჯილდოება ბევრი საინტერესო სიახლით დაბრუნდა, მათ შორის ახალი ნომინაციით - საუკეთესო ფრილანსერი. საუკეთესო ბიზნესები 5 კატეგორიაში გამოვლინდებიან:
გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, თავად შეარჩიონ ჯილდო, მათ შორის: ახალი ვებ-გვერდი; ბრენდინგი, საკომუნიკაციო მხარდაჭერა და სხვა.
წლევანდელი ბიზნესდაჯილდოების მონაწილეების, ასევე პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე:https://www.tbcbusinessaward.ge/.
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია - Visa. მხარდამჭერები - აჭარა ჯგუფი, Tegeta Business. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.
(R)