ჩვილი ოჯახში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ზრუნვის ობიექტია. მშობლები საერთოდ არ თვლიან საჭიროდ მასთან საუბარს და მიაჩნიათ, რომ ჩვილს არაფერი ესმის. სინამდვილეში მას ბევრი რამ ესმის. ჩვილს ხმები ჯერ კიდევ მუცელში ყოფნისას ჩაესმის, ხოლო დაბადების შემდეგ დედის ხმას და ლაპარაკს საუბარს ცნობს. მეტიც, მისი ხმა სხვა ხმებს ურჩევნია. რაც ყველაზე მთავარია - ის ძალიან სწრაფად იწყებს უფროსების ლაპარაკის გაგებას ბევრად ადრე, ვიდრე თავად დაიწყებს საუბარს. ამაში მას ჩვენი ჟესტები, მიმიკა, სიტუაციის კონტექსტი ეხმარება. მაგალითად, ჩვენ ვსადილობთ, ვეუბნებით ჩვილს "გააღე პირი" - და ის აღებს პირს.
ენის მოჩლექა, ანუ ბავშვის ენაზე საუბარი, ბევრს საზიანოდ ეჩვენება. სინამდვილეში ეს წარმოადგენს ჩვილის მეტყველების განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ემოციურ ასპექტს. მეტყველების სწორად განვითარების პროცესს არ აფერხებს, არამედ ეხმარება. ყველა დედა ჩვილთან ლაპარაკისას ინტუიციურად იცვლის მეტყველებას: ის ხდება უფრო მშვიდი, ემოციური. დედა განზრახ ცვლის ხმებს, ამახინჯებს სიტყვებს.
ამ მეტყველების მანერას ინგლისურიდან "baby-talk" - ჩვილის ტიტინი. ამ ხერხით დედა ჩვილთან კონტაქტს ამყარებს, სწავლობს მის გაგებას, მასთან "ერთ ენაზე" ლაპარაკს. ხოლო შემდეგ, ის ნელ-ნელა გადაყვანს უფრო მაღალ დონეზე, ლაპარაკობს როგორც დიდთან, და ის, დედას მიბაძვით, სწავლობს სწორად ლაპარაკს.
პირველ რიგში, დედები უნდა ახმოვანებდნენ ყველაფერს, რაც ბავშვის თანდასწრებით ხდება, "ახლა დედა ჩაგცმევს კომბინეზონს და ვისეირნებთ", "ნახე, ავტობუსი მოდის". ცხადია, ჩვილი ყველაფერს ვერ გაიგებს და ვერდაიმახსოვრებს. ეს არის "შრომა წინასწარ", რომელიც უზომოდ სასარგებლოა: ის უსმენს, ეჩვევა მეტყველებას, ცდილობს ჩასწვდეს, დაიმახსოვროს რაღაც სიტყვები და ინტონაციები, ხოლო შემდეგ მეტყველების იმიტაციასაც.
მეორე მხრივ, მეტყველების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია პირდაპირ, თვალი-თვალში მივმართოთ ჩვილს. ასე ნებისმიერი ადამიანი უკეთ აღიქვამს მეტყველებას, ჩვილი მით უმეტეს. როცა დედა პირდაპირ მიმართავს ჩვილს, ის უყურებს მის სახეს, ბაძავს მის არტიკულაციას, მიმიკას და არაცნობიერად სწავლობს ბგერების სწორ წარმოთქმას.
ასევე საჭიროა წავახალისოთ ჩვილის ლაპარაკის მცდელობები. ხშირად ვუმღეროთ, როცა ღუღუნებს, ამ დროს გამოვეხმაუროთ, გავეპასუხოთ. ხშირად ვუმღეროთ. სასურველია, ერთ ენაზე ლაპარაკი ესმოდეს.
თამაშები, რომლებიც ჩვილის ხელისგულების სტიმულაციას ახდენს, ძალიან სასარგებლოა. მაგალითად, "ბოლია-ბოლია," თითების თამაში. ასეთი ვარჯიში და მეტყველების ცენტრები ტვინის ქერქში ერთმანეთის ძალიან ახლოსაა. ამიტომ ჩვილის თითების მოხრა-გამართვით, მისი ხელისგულების რბილი მასაჟით, ამასთან ერთად სასაცილო რითმული ლექსების თქმით, დედა ზემოქმედებს ტვინის ამ არეებზე და ამგვარადაც ბიძგს აძლევს მეტყველებით განვითარებას.
ჩვილმა ლაპარაკი არ სპეციალური გაკვეთილებისა და ვარჯიშების, არამედ მასთან პირდაპირი ურთიერთობის, თამაშისა და ტიტინის საშუალებითაც შეიძლება დაისწავლოს. ეს უფრო ეფექტურია, რადგან ემოციურ სფეროს აძლიერებს, ეხმარება კონტაქტის დამყარებაში დედასთან, ანუ განვითარება ბუნებრივი გზით ხდება. რაც ყველაზე მთავარია - აქედან ეყრება საფუძველი მათ მომავალ ურთიერთგაგებას . სწორედ ახლა, როცა შვილმა ლაპარაკი არ იცის, დედა პოულობს მასთან საერთო ენას, რომ შემდეგ ერთმანეთის სიტყვების გარეშე ესმოდეთ.