"მძინარე პრინცი" – იმედის, სიყვარულისა და სამეფო ტრაგედიის 20 წელი
საუდის არაბეთის პრინცი ალ-ვალიდ ბინ ხალედ ბინ ტალალი, ცნობილია როგორც "მძინარე პრინცი", რადგან ის უკვე თითქმის 20 წელია კომაშია. მისი ისტორია, რომელიც უზარმაზარ სიმდიდრეს, სამეფო წარმომავლობასა და მშობლის უსაზღვრო სიყვარულს აერთიანებს, მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს. მიუხედავად დროის გასვლისა და მედიცინის წინსვლისა, პრინცი კვლავაც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე რჩება, მისი ოჯახი კი სასწაულის მოლოდინშია.
პრინცი ალ-ვალიდი 2005 წელს, დიდ ბრიტანეთში სამხედრო კოლეჯში სწავლისას, მძიმე ავტოკატასტროფაში მოყვა. ამ ფატალურმა შემთხვევამ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა, რადგან ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად კომაში ჩავარდა. მას შემდეგ ის მეფე აბდულ აზიზის სამედიცინო ცენტრში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული და მთელი ამ დროის განმავლობაში მილით იკვებება. 2025 წლის აპრილში პრინცი 36 წლის გახდა, აქედან თითქმის 20 წელი უგონო მდგომარეობაში გაატარა.
მამის იმედი
პრინცი ალ-ვალიდის მამა, პრინცი ხალედ ბინ ტალალ ალ საუდია. 2015 წელს, როდესაც ექიმებმა ხელოვნური სუნთქვის აპარატის გათიშვა და პრინცის სიკვდილისთვის მომზადება ურჩიეს, პრინცმა ხალედმა კატეგორიული უარი განაცხადა. განაგრძეთ კითხვა