გუშინ ვახო კანდელაკმა და მარიამ როინიშვილმა ქალიშვილი - კირა მონათლეს. ნათლობის შემდეგ წყვილის სოციალურ ქსელში მხიარული ფოტოები გამოჩნდა - ვახო და მარიამი ამ ბედნიერ დღეს შვილებთან და ყოფილ მეუღლეებთან ერთად იზიარებენ. თავადვე ხუმრობენ ამ თემაზე.
ცნობილია, რომ მარიამს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს თავისი ყოფილი მეუღლის - გიორგი მახარაძის ახლანდელ მეუღლესთან, მარიამ ნადირაძესთან და ასევე, ვახო კანდელაკის ყოფილ მეუღლესთან - ჟურნალისტ თაკო ასათიანთან.