რისი ეშინიათ მომავალ მამებს ყველაზე მეტად? - მამობის "ფობია", რომელიც ორსულისთვისაც შემაწუხებელი ხდება" - მშობლები

რისი ეშინიათ მომავალ მამებს ყველაზე მეტად? - მამობის "ფობია", რომელიც ორსულისთვისაც შემაწუხებელი ხდება"

2025-06-18 12:05:21+04:00

მომავალი მამების შიშები ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ ფეხმძიმე მეუღლისთვისაც შემაწუხებელი ხდება. თუმცა ამ შიშების გაცნობიერება და სწორი მიდგომა ბევრად ამარტივებს მდგომარეობას.

პირველი შიში: "ფინანსური გაჭირვება"

ფინანსურად უზრუნველყოფილი კაციც კი ღელავს, რომ შვილების გაჩენის შემდეგ ხარჯები ძალიან იზრდება. ეს ღელვა საფუძველმოკლებული არ არის, რადგან გარკვეული პერიოდით ქმარი რჩება ოჯახში ერთადერთ შემოსავლის წყაროდ.

როგორ მივმართოთ შიში დადებითი მიმართულებით?

იდეალურ შემთხვევაში, ორსულობის დაგეგმვის ეტაპზევე უნდა ერთად უნდა შექმნათ "საბავშვო ფონდის" შესაბამისი დანაზოგები. მაგრამ ეს ყველას არ გამოდის. ამ შიშის დასაძლევად ხშირად საკმარისია ოჯახური ბიუჯეტის უფრო მკაცრი კონტროლი და კალკულატორით ერთად ხარჯების გამოთვლა.

მაგალითად, საფენები შეიძლება საბითუმოდ იყიდოთ (ეს გაცილებით იაფია), საბავშვო ნივთები კი "მემკვიდრეობით" გადმოგცენ მეგობრებმა და ნათესავებმა.

მეორე შიში: "ახალგაზრდობა დასრულდება, ცხოვრება შეიცვლება"

ერთი მხრივ, ნებისმიერი ნორმალური კაცი ამაყობს თავისი ახალი სტატუსით, მეორე მხრივ კი ღელავს, რომ მისი ცხოვრების წესი აღარ იქნება წინანდელი. ამ შიშების სიღრმე დამოკიდებულია კაცის ინფანტილიზმის ხარისხზე.

როგორ მივმართოთ შიში დადებითი მიმართულებით?

დიახ, გლობალური ცვლილებები მოდის და ყოფის წესი შეიცვლება, მაგრამ რამდენად კარდინალურად - ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ეს მარტივი აზრი უნდა გადავცეთ ცხოვრების მეწყვილესაც. ის ფაქტი, რომ ახლა ვეღარ შეძლებთ ყველა თავისუფალი დრო საკუთარ თავს და ერთმანეთს მიუძღვნათ, არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს სითბოსა და ყურადღებას მოაკლებთ, უბრალოდ ახლა ამ ყურადღებას ოდნავ სხვა მიმართულება ექნება.

იგივე ეხება პირად ურთიერთობებსაც: თქვენი ინტიმური ცხოვრების ინტენსივობა ალბათ შემცირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი ხარისხი დაზარალდება. გარდა ამისა, ეს ყოველთვის ასე არ იქნება: ბავშვები სწრაფად იზრდებიან. ხოლო მოსაზრება იმის შესახებ, თუ რამდენად ძლიერ იცვლება ქალის სხეული მშობიარობის შემდეგ, ხშირად გაზვიადებულია.

მესამე შიში: "არ ვიცი, როგორ მოვეპყრო ბავშვებს"

სხვათა შორის, ეს შიში დამახასიათებელია არა მხოლოდ გამოუცდელი მამებისთვის, არამედ დედებისთვისაც. მაგრამ მაინც ქალები, მიდრეკილებით ინსტინქტის ძალით, ამ სიტუაციაში უფრო თავდაჯერებულად გრძნობენ თავს.

როგორ მივმართოთ შიში დადებითი მიმართულებით?

დაარწმუნეთ ქმარი, რომ სწრაფად შეძლებს ყველაფრის სწავლას. ერთი ბავშვის მამა არაფრით არ ჩამოუვარდება მრავალშვილიან მამას, უბრალოდ მას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი. ხოლო სწავლა შეიძლება ერთად: ჩაიწერეთ კურსებზე, წაიკითხეთ მშობლებისთვის განკუთვნილი წიგნები, გადმოიღეთ ნაცნობების გამოცდილება. შესანიშნავი იქნება ოჯახურ წყვილთან ურთიერთობა, სადაც კაცი ჩართულია ბავშვის ცხოვრებაში.

თუ თქვენი ქმარიც ერთბაშად ვერ დახელოვნდება საფენის გამოცვლაში, მაინც მაინც გაიგებს, რომ ბავშვის მოვლაში არაფერი შეუძლებელი არაა. როცა ბავშვი დაიბადება, ამგვარი შიშების დაძლევა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს. მაგალითად, ბევრ კაცს ეშინია ჩვილის ხელში აყვანა, "რადგან ჰგონია, რამე მოტყდება". ნელ-ნელა მიეჩვევა. მამებს ასევე პანიკურად ეშინიათ ახალშობილის დაბანის, რადგან ჰგონიათ, რომ ხელიადან გაუვარდებათ და დაიხრჩობა. აუხსენით, რომ 3 თვემდე ბავშვი ინსტინქტურად იკავებს სუნთქვას წყალში ჩაყვინთვისას.

მეოთხე შიში: "ვერ შევძლებ კარგი მამა გავხდე"

განსაკუთრებით ხშირად ამის გამო განიცდიან ის კაცები, რომელთა საკუთარი მამები სრულყოფილებისგან შორს იყვნენ. მაგრამ ეს შიში მაინც სასარგებლოა, რადგან ის არის მხოლო ეტაპი, რომლის წყალობითაც კაცი კარგა მამად ყალიბდება.

როგორ მივმართოთ შიში დადებითი მიმართულებით?

აუხსენით ქმარს, რომ ბედმა მას მისცა უნიკალური შანსი გამოასწოროს ის შეცდომები და უსამართლობები, რომლებიც ოდესღაც მამამ მის მიმართ დაუშვა. ხოლო შვილების ყოლის შესაძლებლობა ყველას არ აქვს მინიჭებული და ამას მადლიერებით უნდა ვეპყრობოდეთ.

მედიცინაში გამოყოფილია ცალკე ნევროზი, რომელიც დამახასიათებელია 21-27 წლის ახალგაზრდა კაცებისთვის, რომლებიც პირველად ემზადებიან მამობისთვის. მას ეწოდება კუვადის სინდრომი. კაცი განიცდის ცოლის ორსულობას, განიცდის იმავე ფიზიოლოგიურ შეგრძნებებს, რაც ის, და ხშირად მეტ ემოციურ არამდგრადობასა და გაღიზიანებას იჩენს, ვიდრე თავად ორსული. როგორც წესი, შფოთვა პიკს მშობიარობისას აღწევს. სინდრომის ფორმირების საფუძველში დევს ცოლისა და მომავალი ბავშვის ბედის შესახებ არაცნობიერი შფოთვა და, გარკვეულწილად, მეუღლის წინაშე დანაშაულის გრძნობა. უცხოური სტატისტიკის მონაცემებით, ახალგაზრდა კაცების დაახლოებით 11% იცნობს ამ მდგომარეობას.

ასე რომ, რამდენადაც არ უნდა განიცდიდეს თქვენი ქმარი, იცოდეთ, რომ ეს ფენომენი დროებითია. როგორც კი ბავშვი დაიბადება, ახალგაზრდა მამა გაიგებს, რომ ყველაფერი არ არის ისე საშიში, პრობლემები სავსებით დასაძლევია, ხოლო ის ბედნიერება, რასაც შვილის გაჩენა გვაძლევს, ყველა პრობლემას გადაფარავს.