21 ივნისს განსაკუთრებული ენერგიით სავსე დღეა - რა უნდა გავაკეთოთ ზაფხულის მზებუდობის დღეს, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოვიზიდოთ - მშობლები

21 ივნისს განსაკუთრებული ენერგიით სავსე დღეა - რა უნდა გავაკეთოთ ზაფხულის მზებუდობის დღეს, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოვიზიდოთ

2025-06-19 10:35:12+04:00

21 ივნისს ზაფხულის მზებუდობაა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს განსაკუთრებული ენერგიით სავსე დღეა. აღნიშნული დღე გვეხმარება, სურვილების ასასრულებლად პირველი ნაბიჯები გადავდგათ და ახალი, საინტერესო ეტაპი დავიწყოთ.

21 ივნისი კალენდარში მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი თარიღი არ არის. ეს ენერგეტიკულად წლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დღეა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს 3-თვიანი ციკლი იხსნება და ყველა იმ ადამიანს, ვისაც შრომა, მოქმედება, აქტიურობა არ დაეზარება, ექნება შესაძლებლობა, საკუთარი იდეები და მიზნები განახორციელოს.

ზაფხულის მზებუდობის დღეს მზე მოქმედების პიკს აღწევს. უძველესი დროიდან ეს განახლების ძლიერ პროცესებთან, ახალი მნიშვნელობებისა და შესაძლებლობების დაბადებასთანაა დაკავშირებული.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით არაერთი ტრადიცია და ჩვევა არსებობდა, რომლებსაც ადამიანები მიმართავდნენ იმისათვის, რომ ზაფხულის მზებუდობის ენერგია წარმატებისა და კეთილდღეობის მოსაზიდად გამოეყენებინათ.

mzebudoba-3-1750315084.jpg

რატომ არ შეიძლება ამ დღეს პასიურად ყოფნა?

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ზაფხულის მზებუდობის დღეს ყველაზე აქტიური პერიოდია იმისათვის, რომ ადამიანებმა დასახულ მიზნებს მიაღწიონ და ენერგია ზრდისა და განვითარებისკენ მიმართონ. ყველაფერი, რასაც ახლა დაიწყებთ, შედეგით სრულად შემოდგომაზე გაგახარებთ და დიდ წარმატებას მოგიტანთ.

ამიტომ, ზაფხულის მზებუდობის დღის ენერგია აუცილებლად გამოიყენეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები, ჩაერთეთ ახალ პროექტებში, იზრუნეთ თვითგანვითარებაზე, რაიმეს შესწავლაზე, მავნე ჩვევების შეცვლაზე...

ეს არის დრო, როდესაც საკუთარ თავს გულწრფელად უნდა დავუსვათ შეკითხვა, რა გვსურს სინამდვილეში და რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ მიზნებს მივაღწიოთ. შემდეგ კი სამომავლო ნაბიჯებზე დავფიქრდეთ.

mzebudoba-4-1750315099.jpg

რიტუალები, რომლებიც ზაფხულის მზებუდობის დღეს წარმატებისა და კეთილდღეობის მოსაზიდად უნდა შევასრულოთ:

  • ადრე ადექით. მზის პირველ სხივებს ხელგაშლილი შეეგებეთ და მადლობა გადაუხადეთ სამყაროს ყველაფრისთვის, რაც გაქვთ. ეს კიდევ მეტი ენერგიის მიღებაში დაგეხმარებათ.
  • წყალთან კონტაქტი - ამ დღეს ცურვას ან თუნდაც შხაპის მიღებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ზაფხულის მზებუდობის დღეს წყალი გამწმენდი ძალით ხასიათდება.
  • ჩაიცვით ფერადი ტანსაცმელი - ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი შესანიშნავი არჩევანი იქნება. შეგიძლიათ, ფერადი სამკაულებიც გაიკეთოთ და შინაგანი ენერგია აღიდგინოთ.
  • მადლობა გადაუხადეთ ბუნებას - გამოაცხვეთ ნამცხვარი, მოიწვიეთ მეგობრები, ოჯახის წევრები და დადებითი ემოციები გაუზიარეთ.
  • გააკეთეთ რაიმე სასარგებლო - მზად იყავით სიკეთისა და გულწრფელი მხარდაჭერისთვის და ეს სიკეთე უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ.
  • გააკეთეთ ყვავილების გვირგვინი. პროცესში საკუთარ განზრახვებზე, სურვილებზე იფიქრეთ, თავზე დაიდგით, შემდეგ კი წყალს გაატანეთ.
  • გაატარეთ დრო ბუნებაში და დადებითი განწყობა შეიქმენით.

გამოიყენეთ 21 ივნისის ენერგია თქვენს სასარგებლოდ. შესაძლოა, ყველა რიტუალის შესრულება გაგიჭირდეთ, მაგრამ თუნდაც მზის ამოსვლისას რომ გარეთ გახვიდეთ, მადლობა გადაუხადოთ მზეს და კეთილი საქმე გააკეთოთ - უკვე ამ ნაკადში ჩაერთვებით.