გონიოში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საზოგადოება შეძრა. საზოგადოებისთვის ცნობილია, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მიმავალმა "ბმვ-ს" ავტომობილის საჭესთან მყოფმა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და იქვე სახლთან გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. ეს უმძიმესი კადრები სოციალური ქსელითაც გავრცელდა.
ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მათგან ერთს მსუბუქი დაზიანება ჰქონდა, ხოლო მეორე ახალგაზრდას ოპერაცია დასჭირდა. შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე დასახელდა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებშიც ჩანს, როგორი სიჩქარით მიდის მანქანა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ივნისს, ბრალდებულმა, რომელიც ბათუმიდან სარფის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით ავტომანქანაში მყოფი სამი პირი გარდაიცვალა. დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა" - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აჩი დევაძე ბათუმელია და ის ავარიის დროს გარდაცვლილი გოგონების მეგობარი იყო. მეგობრის, 19 წლის ანა მახარაძის მანქანის საჭესთან იჯდა იმ საბედისწერო დღეს.