ემილიას შთამბეჭდავი დაბადების დღის წვეულება - ყველაზე ცნობილი ქართველი იუთუბერი და ინფლუენსერი ბავშვი 13 წლის გახდა - მშობლები

ემილიას შთამბეჭდავი დაბადების დღის წვეულება - ყველაზე ცნობილი ქართველი იუთუბერი და ინფლუენსერი ბავშვი 13 წლის გახდა

2025-06-21 10:34:14+04:00

ფართო საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის კარგად ცნობილი იუთუბერი და ინფლუენსერი ემილია 13 წლის გახდა. დაბადების დღე გრანდიოზულად გადაიხადა მეგობრების წრეში და წვეულების ამსახველი ვიდეო და ფოტოებიც გამოაქვეყნა.

my-hbd-2-1750488090.jpg

my-hbd-1750488090.jpgmy-hbd-4-1750488090.jpgmy-hbd-3-1750488090.jpg

ემილია სულ პატარაობიდან ცნობილია და მის ვიდეოებს ასი ათასობით ბავშვი უყურებს. იუთუბზე 950 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და საქართველოში ყველაზე ცნობილი და წარმატებული ვლოგერია. შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტ მაყურებლის თვალწინ გაიზარდა ემილია, რომლის პოპულარობაც მისი ოჯახის დამსახურებაა. რამდენიმე წლის წინ მის ვიდეოებში მისი პატარა და დანიელაც გამოჩნდა, პერიოდულად სერიალების ტიპის პატარა ფილმებიც ჩნდება მის არხზე, რომელშიც მის მეგობრებთან ერთად, მისი მშობლებიც ჩნდებიან ხოლმე.

დადებითთან ერთად, უარყოფითი გამოხმაურებაც ხშირია. კრიტიკაზე mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში ემილიას მამა ლევან ალიმბარაშვილი წლების წინ ამბობდა:

- პატარაობიდან დღემდე ემილი ამას აკეთებდა თავისი სურვილით, ჩვენც ვიღებდით იმას, რაც ბავშვს მოსწონდა, სხვაგვარად შეუძლებელია მუშაობა. ჯერ ემილის ვუსმენდით და შემდეგ ვგეგმავდით მომავალ ნაბიჯებს. ახლა ისეთი დაკავებულები ვართ, ორი დღის წინ მთხოვდა ვიდეოს გადაღებას და ვერ მოვახერხეთ, ამით იმის თქმა მინდა, რომ თვითონ აქვს სურვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში არც ემოცია იქნება ნამდვილი და არც ვიდეო გამოვა კარგი, ამ ყველაფერს იძულებით ვერ გააკეთებინებ ბავშვს, იძულება ჩვენთვის მიუღებელია. უკვე იმხელა გამოცდილება აქვს, უთქმელად ხვდება რა უნდა გააკეთოს კამერის ჩართვისას, მიჩვეულია კამერას და მასთან მუშაობას. მულტფილმის გახმოვანებითაა ამჟამად დაინტერესებული, უფრო წინ უნდა წასვლა, კინო აინტერესებს, ასევე სიმღერა, ჩვენი მხრიდან კი ხელშეწყობა ყოველთვის ექნება.

ემილიას შემთხვევაში ადრე უფრო მეტი ნეგატიური კომენტარი იყო ხოლმე, ვიდრე ახლა. ალბათ იმიტომ, რომ ემილიამ მალევე მოიპოვა პოპულარობა და ეს პროცესი პოპულარობის თანმდევია, ასეა სამწუხაროდ დაბალანსებული. ემილი რომ სათამაშოებით თამაშობდა ვიდეოებში, ეს აღიზიანებდათ, სხვებსაც უნდებათ და ყველას არ აქვს საშუალება, რომ თავის შვილს ამდენი სათამაშო უყიდოსო, დაახლოებით ეს კონტექსტი ჰქონდათ. თუმცა, მაგ პრინციპით, სათამაშოების მაღაზიებიც უნდა დაეხურათ, ხომ შეიძლება, ქუჩაში დაინახოს ბავშვმა სათამაშოების მაღაზია და მოუნდეს?

ასევე წერდნენ, ამაზე უკეთესი ბავშვი არ არსებობსო?! ჩვენ არასდროს ვიძახდით, რომ ემილი საუკეთესოა, ყველა ბავშვი მისი მშობლისთვის ყველაზე კარგი, საყვარელი და საუკეთესოა.