"მის შესახებ არაფერს ვკითხულობ, არ მინდა, ვიცოდე, გამოვიდა თუ ისევ სასჯელს იხდის... სა­ვარ­ძელ­ზე იჯდა და კომ­პი­უ­ტერ­ში რა­ღა­ცას უყუ­რებ­და... სახ­ლში შე­მო­ვარ­დნი­ლი ტყვია კე­ფა­ში მოხ­ვდა. სხვა ად­გი­ლას რომ მოხ­ვედ­რო­და, შე­იძ­ლე­ბა გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო..." - თიკა მახალდიანი დედაზე, რომელიც ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა - მშობლები

"მის შესახებ არაფერს ვკითხულობ, არ მინდა, ვიცოდე, გამოვიდა თუ ისევ სასჯელს იხდის... სა­ვარ­ძელ­ზე იჯდა და კომ­პი­უ­ტერ­ში რა­ღა­ცას უყუ­რებ­და... სახ­ლში შე­მო­ვარ­დნი­ლი ტყვია კე­ფა­ში მოხ­ვდა. სხვა ად­გი­ლას რომ მოხ­ვედ­რო­და, შე­იძ­ლე­ბა გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო..." - თიკა მახალდიანი დედაზე, რომელიც ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა

2025-06-21 11:51:07+04:00

თბილისში, კოვიდპანდემიის დროს, როცა კომენდანტის საათი მოქმედებდა და თბილისელების უმრავლესობა სახლიდან არ გადიოდა, 2020 წლის 19 აპრილს, აღდგომა დღეს, საღამოს, 9 საათზე, ვაჟა-ფშაველაზე, მრავალსართულიან კორპუსში, მე-7 სართულზე, ბინის ერთ-ერთ ოთახში მყოფითამარ ანთელავა,სახლში ფანჯრიდან შევარდნილმა ტყვიამ შეიწირა. ტყვია კეფაში მოხვდა. უცნაურ ხმაურზე ოთახში შესულ ოჯახის წევრებს ქალი გარდაცვლილი დახვდათ.

საბედისწერო გასროლის ამბავმა მთელი ქვეყანა შეძრა. 52 წლის გარდაცვლილი ქალბატონი -თამარ ანთელავა მომღერალ თიკა მახალდიანის დედა გახლდათ.თიკა მახალდიანი ჩვენი სტუმარია და მათი ოჯახის მიერ განვლილ იმ მძიმე ამბავს 5 წლის შემდეგ გვიყვება.

თიკა მახალდიანი:

- 2020 წლის 19 აპრილი იყო, აღდგომა და პანდემიის გამო ჩაკეტილები ვიყავით. მე, ჩემი ქმარი და შვილი ცალკე ვცხოვრობთ და ჩვენთან სახლში ვიყავით. დედა, მამა, ჩემი ძმა და ბებია ერთად იყვნენ იმ სახლში ვაჟა-ფშაველაზე, სადაც გავიზარდე. დედა მანამდე 2 თვე არ მყავდა ნანახი, პანდემიაში მათთან კონტაქტს ვერიდებოდი. ხომ გვეუბნებოდნენ, არავინ ნახოთ, სახლში იყავითო და ამას ვითვალისწინებდით. დედაჩემს ჩემს შვილზე სული ელეოდა, გიჟდებოდა, ამიტომ რომ ვერ მივდიოდით მათთან, ერთმანეთს ხშირად ვურეკავდით, - სულ ვიდეოზარები გვქონდა. იმ ლოკდაუნის დროს ძირითადად ასე ვურთიერთობდით. ჩემი შვილიც სულ თამუნა, თამუნას გაიძახოდა და თვითონაც ურეკავდა ხოლმე... ბავშვი რომ ვერ ვანახე და ახლა ცალკე ამას ვერ ვინელებ... დედა 19-ში, აღდგომას დილიდან რაღაცებს ამზადებდა, ჩვენთვის რომ გამოეგზავნა და კურიერის საშუალებით გამოგვიგზავნა კიდეც...

- მისი ასეთი უეცარი გარდაცვალება როგორ გაიგეთ?

- 19-ში საღამოს ბავშვს დასაძინებლად ვამზადებდი და სალომე ბაკურაძემ დამირეკა - რას შვრებიო. ცოტა გამიკვირდა, რადგან მანამდე ველაპარაკე, ერთმანეთს აღდგომა მივულოცეთ. ხმა ოდნავ შეშფოთებული ჰქონდა. ზუსტად არა, მაგრამ რაღაც იცოდა, მე საერთოდ არაფერი. როდესაც მიხვდა, რომ არაფერი ვიცოდი, მითხრა, - ჩემს მეუღლეს შენს მეუღლესთან საქმე აქვს, დაუძახე და ტელეფონი გადაეციო. მეც ტელეფონი გადავეცი. ის იქით ოთახში გავიდა და რაღაცას ლაპარაკობდა. რომ შემობრუნდა, თქვა, - შენს სახლთან, ეზოში, რაღაც სროლა ყოფილა, ვიღაცებმა იჩხუბეს, თამუნა ფანჯრიდან იხედებოდა, ტყვია მოხვდა და საავადმყოფოშიაო. მათაც ასეთ დონეზე ჰქონდათ ინფორმაცია. ამის გაგების მერე არაფერი მახსოვს. გავგიჟდი ეზოში სროლა იყო, მეშვიდე სართულზე ტყვია როგორ ავარდა-მეთქი?!. განაგრძეთ კითხვა