მსახიობინინო მუმლაძე, დედობის ერთი წლის გამოცდილებას აჯამებს. ჟურნალ "სარკესთან" გულახდილ ინტერვიუში ნინო საუბრობს იმ მოულოდნელ სიხარულზე, გამოწვევებსა და ცვლილებებზე, რაც მას შემდეგ დაეწყო, რაც დედა გახდა. ინტერვიუში იგი ხაზს უსვამს, რომ დედობა სრულიად განსხვავებული გამოცდილებაა, რომელიც ყოველგვარ წინასწარ წარმოდგენას ცვლის და მხოლოდ პრაქტიკით ისწავლება
- უკვე ფეხის ადგმამდე მოვედით. როგორც კი ერთი წლის გახდა, დამოუკიდებლად გაიარა. ძალიან დიდი სიხარული ყოფილა, როდესაც შენი ბიჭი დამოუკიდებლად დგამს ნაბიჯებს, მაგრამ რომ მეგონა, გაივლის და აღარ დასჭირდება თვალყურის დევნება-მეთქი, პირიქით აღმოჩნდა. ყველგან დაძვრება და ყველაფერზე ადის.
ერთი იმას მივხვდი, რომ, რა ასაკშიც უნდა გააჩინო შვილი და რაც უნდა ცოდნა დაკვირვება გქონდეს, სანამ უშუალოდ შენ თვითონ არ გახდები დედა, ვერ მიხვდები რეალურად რასთან გაქვს საქმე. ეს ისეთი რამეა, რასაც პრაქტიკის გარდა ვერაფერი გასწავლის. დედობას აქვს, რა თქმა უნდა, თავისი სირთულეები, მაგრამ აქვს ისეთი დიდი ბედნიერება, რომ ყველაფერს გადაწონის. აქამდე როგორ ვიცხოვრე, არ ვიცი. ყოველთვის მიყვარდა ბავშვები, ყოველთვის მსიამოვნებდა მათთან ურთიერთობა, მაგრამ საკუთარი შვილი მაინც სულ სხვა ყოფილა.
- რას ატყობთ, როგორ შეიცვალეთ მას შემდეგ, რაც დედა ხართ?
- პირველ რიგში, სიგანეში შევიცვალე, მშობიარობის შემდეგ ვერა და ვერ დავიკელი. ახლა გადავწყვიტე, ისევ მივმართე ჩემს ენდოკრინოლოგს და დავიწყეთ წონასთან დაუნდობელი ბრძოლა. ორსულობის შემდეგ ქალები ან სუქდებიან, ან ხდებიან, მე კი ისეთი არ აღმოვჩნდი, გავმხდარიყავი. პირიქით, მიხარია ვჭამ, განვიცდი ვჭამ. ამიტომაც არ მიკვირს, რომ დედობის პირველმა წელმა გამასუქა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, მე ვიყავი ადამიანი, რომელიც თვლიდა, რომ დილით 11 საათამდე ვერავინ და ვერაფერი გააღვიძებდა. ახლა უკვე დილის 8 საათზე ისე წამოვხტები ლოგინიდან, გეგონება, მთელი ცხოვრება ამ რეჟიმზე ვარ. სანამ მშობელი არ გახდები, მანამდე ვერასოდეს იფიქრებ, რისი გადალახვა მოგიწევს და რა სიძლიერეს გამოიჩენ. საკუთარ შვილთან ურთიერთობა იმხელა ემოციაა, ყველაფრად ღირს. განაგრძეთ კითხვა