ვინ იშვილა და როგორ აღმოჩნდა მეტრეველის გვარის გამგრძელებელი ბრიტანეთში: "მას ქართული გვარი აქვს, მაგრამ არა ქართული წარმოშობა" პირ­ვე­ლი ქა­ლია, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვას უხელ­მძღვა­ნე­ლებს - მშობლები

ვინ იშვილა და როგორ აღმოჩნდა მეტრეველის გვარის გამგრძელებელი ბრიტანეთში: "მას ქართული გვარი აქვს, მაგრამ არა ქართული წარმოშობა" პირ­ვე­ლი ქა­ლია, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვას უხელ­მძღვა­ნე­ლებს

2025-06-21 15:39:57+04:00

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, მსოფლიოში MI6-ის სახელით ცნობილი სამსახურის უფროსად, 47 წლის ბლეიზ მეტრეველი დაინიშნა. მეტრეველი პირველი ქალია, რომელიც ბრიტანეთის საგარეო დაზვერვას უხელმძღვანელებს.

"მრავალი წლის მანძილზე ვმუშაობდი ბრიტანულ არქივებში, არაერთი ადამიანის იდენტობა დამიდგენია და როდესაც გავიგე ბრიტანეთის საგარეო დაზვერვას ქართული გვარის ადამიანი უხელმძღვანელებდა, დავინტერესდი და დავიწყე შესაბამის ბაზებში ძებნა" - გვეუბნება ცნობილი, ახალგაზრდა ისტორიკოსი ბექა კობახიძე,რომელმაც ბლეიზ მეტრეველის შესახებ მოიძია ცნობები...

ბექა კობახიძე:

- ბლეიზ მეტრეველი 1977 წლის ივლისში დაიბადა, მას ტყუპისცალი ძმა ჰყავს. ასევე უფროსი და- ძმა. 1972 წელს დაბადებული ძმა, 1970 წელს დაბადებული და. ჩვენ ბლეიზის საქმიანობის შესახებ უკვე ვიცით, მისი უფროსი უფროსი ძმა - კოსტენ მეტრეველი არის HITECH ინდუსტრიაში საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი.რაც შეეხება მშობლებს, მამამისი - კონსტანტინ მეტრეველია, რომელიც 1942 წელს დაიბადა უკრაინაში.

მისი დაბადების მომენტისთვის ეს ტერიტორია გერმანული ოკუპაციის ქვეშ იყო. ეს მდებარეობს კიევიდან ჩრდილოეთით, ფაქტობრივად ბელორუსიის საზღვრისკენ, საიდანაც 2022 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. როგორც ირკვევა კონსტანტინე მეტრეველის მიერ ბრიტანეთის მოქალაქეობის მიღების მოწმობა (Naturalization Certificate), გაცემული1966 წელს.აქ ძალიან საინტერესო რამ წერია: ის არის კონსტანტინე დობროვოლსკის ვაჟი, ოღონდ პოლონური წარმოშობის. არც რუსია, არც უკრაინელი, რადგან გვარი იწერება Dobrowolski, W-ს გამოყენებით.

განაგრძეთ კითხვა