მწერალ გიორგი კეკელიძეს და მის მეუღლეს მარიამ სოსელიას ცოტა ხნის წინ შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც კეკე დაარქვეს. წყვილი მცხეთის სახლში ცხოვრობს, სადაც გიორგი რამდენიმე წელია გადავიდა საცხოვრებლად და სადაც მათ გარდა მათი საყვარელი ძაღლებიც ბინადრობენ.
სწორედ მცხეთის სახლში სტუმრობდა გიორგის გოგოლა კალანდაძე და მასთან ვრცლად ისაუბრა ამ სახლსა და ოჯახურ ყოფაზე.
- ძალიან დიდხანს ვცხოვრობდი ნაქირავებ ბინაში თბილისში... ოზურგეთში დაახლოებით ასეთივე გარემოში გავიზარდე - ეზო, ცხოველები, სივრცე... და თითქოს იგივე გარემოს დავუბრუნდი. ჩემი ტიპის ადამიანს, რომელსაც სჭირდება სიმშვიდის იძულება, ეს ხედი, ეს გარემო უხდება. საერთოდ მომავალში მინდა ისეთი მოდელი მქონდეს ცხოვრების, რომ თბილისში ჩასვლა ნაკლებად მომიხდეს და აქედან ვახერხებდე დისტანციურად მუშაობას. ეს სახლი ამ სიმშვიდის პოვნის მცდელობის ნაწილია.