სამტრედიის სამშობიაროდან მოპარულმა სოფიომ ბიოლოგიური ოჯახი 50 წლის შემდეგ იპოვა - ემოციური კადრები - მშობლები

სამტრედიის სამშობიაროდან მოპარულმა სოფიომ ბიოლოგიური ოჯახი 50 წლის შემდეგ იპოვა - ემოციური კადრები

2025-06-22 17:46:20+04:00

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე კიდევ ერთ გამაოგნებელ ისტორიას უზიარებს საზოგადოებას:

50 წლის ასაკში ნაპოვნი ბედნიერება. სამტრედიის სამშობიაროდან მოპარული კიდევ ერთი ჩვილის ისტორია... 1975 წელს ქუთათელაძეების ოჯახს სამტრედიის სამშობიაროში მეხუთე გოგონა შეეძინა. რამდენიმე დღეში ოჯახს ბავშვი გარდაცვლილად გამოუცხადეს და ბავშვი ჩოხატაურში გააშვილეს... და აი, 50 წლის შემდეგ, სოფიომ ბიოლოგიური ოჯახი იპოვა.

ჩვენი გაყიდვით მიღებული ფულით ცხოვრება აიწყვეთ, გათხოვდით, პატიოსანი ქალების სახელები გაქვთ და დღეს რომ გამოვჩნდით, გაქვთ პრეტენზიები, როგორ ვბედავთ, რომ გამოვჩნდით... მესმის, რომ არ აღგვიქმავთ თქვენს შვილებად, მაგრამ ადამიანურობა მაინც გამოიჩინეთ! - თამუნა მუსერიძე