"ჩემი შვილი3 წლისა და 5 თვისაა. წლინახევრიდან ვაძლევთ ალუბალსა და ბალს, ოღონდ შუაზე გახლეჩილს, უკურკოდ. მისი ტოლები ვხედავ, რომ თავისით აცლიან კურკას. რომ მივცე და კურკა გადაყლაპოს, საშიშია? ამბობენ, რომ კურკა მომწამვლელ ნივთიერებას შეიცავს, ეს სიმართლეა?" - ან შეკითხვით სოციალური ქსელიდან მოგვმართეს. ვფიქრობთ, პასუხი ბევრი მშობლისთვის იქნება საინტერესო.
პირველ რიგში ბალი ბავშვის რაციონში 8 თვიდან უნდა შეიტანოთ. ამ ასაკისთვის პატარა უკვე იცნობს სხვადასხვა პროდუქტებს (ბოსტნეული, ხილი, ფაფები), მისი საჭმლის მომნელებელი სისტემა ადაპტირებულია დამატებით საკვებზე.
პირველ დღეს ვაძლევთ რამდენიმე წვეთ წვენს. თუ ახალ პროდუქტს კარგად მიიღებს, მეორე დღეს შევთავაზებთ ნაყოფს კანის გარეშე.
ალერგიული რეაქციები ბალზე იშვიათია, მაგრამ შესაძლებელია. ნეგატიური რეაქციების გამოჩენისას (გამონაყარი, ქავილი, განავლის შეცვლა) უნდა შევწყვიტოთ მარცვლების მიცემა ორგანიზმის სრული აღდგენამდე.
ბალის კურკა საკმაოდ პატარაა, მისი ზედაპირი გლუვია და არ აქვს მკვეთრი კიდეები. ის ადვილად ხვდება კუჭში, შემდეგ ნაწლავებში და გამოდის ბუნებრივი გზით. შემთხვევით ჩაყლაპული კურკა ვერ მიაყენებს ზიანს ვერც ზრდასრულ ადამიანს, ვერც ბავშვს.
თუ, რა თქმა უნდა, ეს არ არის მთელი მუჭა ჩაყლაპული კურკა! ამ შემთხვევაში შეიძლება ნაწლავური გაუვალობა ან აპენდიციტის პრობლემები დაიწყოს, რაც ექიმთან სასწრაფოდ მიმართვის მიზეზია.
ჩაყლაპული კურკა ვერ გახდება ასევე ციანისტური მჟავით მოწამვლის მიზეზი. ნამდვილად, ბევრი მცენარის კურკა შეიცავს ნივთიერება ამიგდალინს. გარკვეულ პირობებში ამიგდალინი იშლება და ციანისტურ მჟავას გამოყოფს. მაგრამ ამ მჟავით მოწამვლისთვის საკმარისი არაა დიდი რაოდენობის კურკის ჩაყლაპვა, არამედ მათი კარგად ღეჭვა და ნაწლავში არანაკლებ ერთი კვირის განმავლობაში დაყოვნება.