"შეიძლება არ დაიჯეროთ, რომ საქართველოშიც არსებობს მსგავსი სახლები... აქ სამი ადამიანი ცხოვრობს... მათი ისტორია არ უნდა გახდეს განსჯის საგანი" - ვინ ალაგებს ასეთ სახლებს - მშობლები

"შეიძლება არ დაიჯეროთ, რომ საქართველოშიც არსებობს მსგავსი სახლები... აქ სამი ადამიანი ცხოვრობს... მათი ისტორია არ უნდა გახდეს განსჯის საგანი" - ვინ ალაგებს ასეთ სახლებს

2025-06-24 11:30:45+04:00

არეული სახლი არავის უკვირს, თუმცა არის სახლები, რომლებიც წლობით არ დალაგებულა და ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ ქაოსსა და ნივთების მთებს შორის ადამიანები ცხოვრობენ. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არც კი დაიჯეროს, რომ საქართველოშიც არსებობს მსგავსი სახლები. გადაცემა "ქაფლაქის" შემოქმედებითი ჯგუდი სწორედ ასეთ სახლებს პოულობს და ალაგებს - ეხმარება იმ უმწეო ადამიანებს, ვისაც თავად არ შეუძლია საკუთარი საცხოვრებლის დალაგება.

"ნებისმიერი სახლი, რომელიც გადავიღეთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავისი ისტორიით. ვცილობ, მათი ამბავი მოვიტანო თქვენამდე ისე, რომ ისინი არ გახდნენ განსჯის საგანნი. ამ სახლში სამი ადამიანი ცხოვრობს. ერთს ინსულტი აქვს გადატანილი და პრაქტიკულად, ვერ გადაადგილდება. მეორე ადამიანს ფსიქიატრიული პრობლემები აქვს არის შშმ პირი. მესამე ადამიანი ორივეს უვლის, მათზე ზრუნავს, მაგრამ ყველაფერს ვერ უმკლავდება. აქ იმისთვის მოვედით, რომ ამ ადამიანებს ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ ყოველდღიურობა" - ნათქვამია გადაცემის დასაწყისში.

თუ როგორი იყო ეს სახლი და როგორი გახდა "ქაფლაქის" მასტან სტუმრობის შემდეგ, შეგიძლიათ, ფოტოებზე იხილოთ. სრულად კი გადაცემის ვიდეოჩანაწერში.

509337806-713916084550289-400017934606948083-n-1750753982.jpg

508230595-3198842986931661-652788540615978587-n-1750753996.jpg503923520-1144049114427154-7845431721391288330-n-1750754007.jpg509752983-699424049375484-5595233874640443261-n-1750754018.jpg509583938-1374807620440876-1104891362046718403-n-1750754037.jpg509618782-986615203549776-7439485177329161318-n-1750754046.jpg