BTU-ს ფსიქოლოგიის ახალი საბაკალავრო პროგრამა, რომლის ფარგლებში ტექნოლოგიებსაც შეისწავლით - მშობლები

BTU-ს ფსიქოლოგიის ახალი საბაკალავრო პროგრამა, რომლის ფარგლებში ტექნოლოგიებსაც შეისწავლით

2025-06-24 16:22:03+04:00

ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ ტრანსფორმირდება სფეროები და პროფესიები და თანამედროვე გამოწვევებს უწყობს ფეხს. მათ შორის არის ფსიქოლოგია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტელემედიცინის განუყოფელი ნაწილი გახდა.

ახალი მიდგომების გათვალისწინებით „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ შეიქმნა ახალი საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში“. რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ამ სამეცნიერო დარგს სრულიად განსხვავებულ ჭრილში შეისწავლიან. უფრო კონკრეტულად, პროგრამის კურიკულუმი აერთიანებს ფსიქოლოგიასა და ციფრულ ტექნოლოგიებს, რათა კურსდამთავრებულები მზად იყვნენ, ერთი მხრივ, მათ საქმიანობაში არსებული ციფრული გამოწვევებისთვის და, მეორე მხრივ, სწორად მართონ ტექნოლოგიური საკითხებით გამოწვეული პრობლემები. ის მოიცავს ტექნოლოგიურ მოდულებსაც.

BTU-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა სრულიად განსხვავდება ჩვენს ქვეყანაში არსებული სხვა პროგრამებისგან. ის ორიენტირებულია სტუდენტის ტექნოლოგიურ განვითარებაზე, რაც მნიშვნელოვანია მის კვალიფიციურ პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის. სტუდენტები ყველა საგნის ფარგლებში შეისწავლიან შესაბამის ტექნოლოგიურ უნარებს, გაეცნობიან, როგორ ვითარდება აღნიშნული მიმართულებები ციფრულ სამყაროში, მათ შორის, რა როლი აქვს ხელოვნურ ინტელექტს აღნიშნულ პროცესში.

თანამედროვე რეალობაში AI-მ თითქმის ყველა სფეროში შეაღწია, მათ შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ფსიქოლოგიის მიმართულებაშიც. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები სიღრმისეულად გაეცნობიან ადამიანის აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების შესახებ არსებულ სხვადასხვა პერსპექტივას, მათ შორის, ეკონომიკისა და ნეირომეცნიერების სფეროში არსებულ პერსპექტივებს. ეს კი, თავის მხრივ, კავშირშია ხელოვნურ ინტელექტთან, მის განვითარებასა და იმ როლთან, რასაც ფსიქოლოგები ამ მიმართულებით ასრულებენ და შეასრულებენ. სტუდენტები არა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე, არამედ მის განვითარებაზეც იმუშავებენ.

ფსიქოლოგიის ტექნოლოგიების გამოყენებით შესწავლა მოიცავს VR სათვალის გამოყენებასაც, რომელიც სამომავლოდ შეიძლება თერაპიის მნიშვნელოვან ნაწილად იქცეს.

ყველა სხვა პროგრამისგან განსხვავებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები შეისწავლიან მონაცემთა დამუშავების პროგრამა R-ს, რომელიც ასევე პროგრამირების ენაცაა. შესაბამისად, BTU-ს კურსდამთავრებულ ფსიქოლოგებს გარკვეულ დონეზე პროგრამირებაც ეცოდინებათ. R ერთ-ერთ ყველაზე გამოყენებად პროგრამად ითვლება სოციალურ მეცნიერებებში. ის სრულიად უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომია. მისი მცოდნე ადამიანები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მარტივად და წარმატებით საქმდებიან.

სტუდენტებისთვის უმნიშვნელოვანესია პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობა, რომელსაც BTU-ს სხვა პროგრამების მსგავსად, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაც ითვალისწინებს. უნივერსიტეტი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სტაჟირებისა და დასაქმების პერსპექტივას სთავაზობს.

მიმართულებაზე ჩაბარებას აბიტურიენტები 2025-2026 სასწავლო წლისთვის შეძლებენ. პირველ სასწავლო წელს მისაღები სტუდენტების რაოდენობა 150 იქნება.

პროგრამაზე ჩაბარებისას ქართულისა და ინგლისურის გამოცდის გარდა, აბიტურიენტებს მესამე საგნად შეუძლიათ აირჩიონ მათემატიკა, ბიოლოგია ან ისტორია. პროგრამის ყოველწლიური საფასური 2250 ლარია. სტუდენტებს სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში სწავლა დაუფინანსდებათ.

R