მსახიობი, ნატო ვაჩნაძის ფონდის დირექტორი და ევროპის კინოაკადემიის წევრი ნატალია ჯუღელი სულ ახლახან გამოჩნდა ახალ სერიალში - "ვინ იცის მერი". ნატალია ცნობილი წინაპრების შთამომავალია, რომელმაც მათი გზა გააგრძელა.
ნატალიას დიდი ბებია ლეგენდარული ნატო ვაჩნაძე გახლდათ.
ნატალიას ბებია და ბაბუა კი ცნობილი რეჟისორი ელდარ შენგელაია და ცნობილი მსახიობი არიადნა შენგელაია არიან.
არიადნა შენგელაიას არაერთი როლი აქვს შესრულებული კინოში, თუმცა ფართო მაყურებელი "შერეკილებში" ნათამაშები მარგალიტას როლით იცნობს.
ნატალიას ხშირად ამსგავსებენ ცნობილ ბებოებს.