სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ ორიგინალურად გამოეწყვნენ სკოლის ბანკეტისთვის ახალგაზრდები. ეროვნულ სამოსში შემოსილი მოსწავლეების ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
როგორც გავარკვიეთ, ეს ახალგაზრდები ყვარლის რაიონის სოფელ ენისლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები არიან. როგორც თავად ამბობენ, მათი იდეა იყო და უფროსებიც გვერდში დაუდგნენ.
- იდეა ბავშვების იყო და დამრიგებელიც, მათ შორის დირექცია და მშობლებიც მაქსიმალურად დაგვიდგნენ გვერდში. საბოლოოდ ასეთი, ერთიანი შედეგი მივიღეთ.