14 წლის ბიჭმა მშობლებს იმის გამო უჩივლა, რომ მათ მოტყუებით წაიყვანეს განაში საცხოვრებლად. შემთხვევა ბრიტანეთში მოხდა, როს შესახებაც Oddity Central წერს.
რამდენიმე წლის წინ ბიჭი მშობლებმა მოატყუეს, თითქოს განაში ავადმყოფი ნათესავის მოსანახულებლად მიდიოდნენ. თუმცა, ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ იგი ადგილობრივ სკოლა ინტერნატში მიიყვანეს და იქ მისი ნების საწინააღმდეგოდ დატოვეს. მიუხედავად ბრიტანეთში დაბრუნების მცდელობისა, სკოლის მოსწავლეს არ ჰქონდა წვდომა საჭირო დახმარებაზე, სანამ იურისტებს არ მიმართა.
თავდაპირველად ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მშობლების სასარგებლოდ მიიღო, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ვაჟის ინტერესებში მოქმედებდნენ. თუმცა, ახლახან ლონდონის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ეს განაჩენი, რაც დაეფუძნა თინეიჯერის არჩევანის თავისუფლების დარღვევას.
მშობლების თქმით, კრიმინალური ბანდების ეშინოდათ, რომლებმაც უამრავი თინეიჯერი მოაქციეს საკუთარი გავლენების ქვეშ. განა კი, მათი თქმით, "უსაფრთხო თავშესაფარი" იყო, სადაც ბიჭი დაცული იქნებოდა პოტენციური საფრთხეებისგან.
თუმცა, მოსმენებისას წარმოდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლებიც მეტყველებს თინეიჯერის "ტანჯვის" შესახებ ახალ გარემოში. თავად ვაჟმა სასამართლოს უთხრა, რომ თავს ისე გრძნობდა, თითქოს "ჯოჯოხეთში" ცხოვრობდა, ძლივს ესმოდა სკოლაში მიმდინარე მოვლენები და თანატოლთა მხრიდან დაცინვის ობიექტი გახდა.
"იგი კულტურულად უცხოა ამ გარემოსათვის, გრძნობს თავს იზოლირებულად და ოჯახისგან მიტოვებულად. იგი თავს ბრიტანელად, ლონდონელ ბიჭად მიიჩნევს", - აღნიშნავენ იურისტები.
ამჟამად თინეიჯერი განაში რჩება, თუმცა მისი დაცვა იმედს გამოთქვამს, რომ ახალი განაჩენი მის ლონდონში დაბრუნებას უზრუნველყოფს.