ბრედ პიტის და ტომ კრუზის მოულოდნელი დაზავება 24-წლიანი კონფლიქტის შემდეგ - რის გამო იჩხუბეს ჰოლივუდის ლეგენდებმა - მშობლები

ბრედ პიტის და ტომ კრუზის მოულოდნელი დაზავება 24-წლიანი კონფლიქტის შემდეგ - რის გამო იჩხუბეს ჰოლივუდის ლეგენდებმა

2025-06-25 10:18:51+04:00

24-წლიანი დუმილის შემდეგ ჰოლივუდის ლეგენდების ეს თბილი შეხვედრა ნამდვილ სენსაციად იქცა. ლონდონში ფილმ "ფორმულა-1"-ის პრემიერაზე მსახიობები ერთმანეთს გადაეხვივნენ და ერთობლივი ფოტოებიც გადაიღეს. ჩანდა, რომ გაუხარდათ ერთმანეთის ნახვა. 62 წლის ტომი და 61 წლის ბრედი შესანიშნავად გამოიყურებოდნენ.

3500x2383-0xqegtvmlt-0207426239127153413-1750832739.jpg3500x2363-0xmcosq50r-0408735967943498107-1750832738.jpg2424x3500-0xfnwkqyvx-3031009988510206355-1750832737.jpg

ბოლოს ისინი ერთად 2001 წელს ნახეს ლოს-ანჯელესში საქველმოქმედო საღამოზე. დაძაბულობა კი მათ შორის, გავრცელებული ხმების მიხედვით, 1994 წელს დაიწყო, როცა ორივე თამაშობდა ფილმში "ინტერვიუ ვამპირთან".

23ea81f7fc9a0a13a2c7a8dcfcc387bc-1750832737.webp

ფილმის დასრულების შემდეგ პიტმა თქვა, რომ ისინი ზედმეტად განსხვავებულები იყვნენ, "როგორც ჩრდილოეთი და სამხრეთი", და გაუჭირდათ საერთო ენის გამონახვა.

მოგვიანებით, 2009 წელს ბრედმა კრუზის როლს ფილმში "ოპერაცია "ვალკირია" სასაცილო უწოდა და მიანიშნა, რომ ამჯოიბინებდა როლს ტარანტინოს "უსახელო ნაბიჭვრების" მსგავს ფილმებში. ასეთმა კრიტიკამ კრუზი გაანაწყენა.

როცა ბრედის და ენჯის ოჯახი დაინგრა 2017 წელს, გავრცელდა ხმები, რომ მსახიობს ტომ კრუზთან ჰქონდა რომანი. ეს ინფორმაცია არ დადასტურდა, თუმცა ბრედის და ტომის კავშირი საბოლოოდ დაირღვა. ისინი დიდი ხანია არ შეხვედრიან ერთმანეთს და ერიდებოდნენ გადაკვეთას.

სწორედ ამიტომ იყო გასაოცარი მათი მოულოდნელი მეგობრული შეხვედრა და ჩახუტება. როგორც ჩანს, ასაკმაც თავისი ქნა და გადააფასეს ყველაფერი. ტომ კრუზმა ცოტა ხნის წინ კოლეგის თამაშზე "ფორმულა-1"-ში აღნიშნა: "სასიამოვნოა ბრედის ხილვა საჭესთან. ის ძალიან კარგია". მერე კი პიტმა გაიხსენა, რომ ერთხელ ის და ტომი რბოლებში შეეჯიბრნე ერთმანეთს და ტომმა გაუსწრო.

გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ბრედმა თქვა, რომ ეკრანზეც მზადაა ისევ ტომთან შეხვედრაზე, თუ ორივე მიწაზე დარჩება. მან დააზუსტა, რომ არ აპირებს თვითმფრინავებიდან გადმოკიდებას, როგორც ეს უყვარს ტომს, რომელიც დამოუკიდებლად ასრულებს სიცოცხლისთვის საშიშ ილეთებს.