როგორც პრემიერ-მინისტრირაკლი კობახიძისსპეციალური ბრიფინგიდან გახდა ცნობილი,ლევან დავითაშვილმაეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას დატოვა. კობახიძემ გაწეული შრომისთვის ლევან დავითაშვილს მადლობა გადაუხადა და მინისტრის თანამდებობაზემარიამ ქვრივიშვილიწარადგინა. მას დღემდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
მარიამ ქვრივიშვილი, რომელსაც 35 წლის ასაკში, უკვე შთამბეჭდავი კარიერა აქვს - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც ორჯერ იყო პარლამენტარი "ქართული ოცნების" სიით, ახლა უკვე ეკონომიკის მინისტრია.
მარიამ ქვრივიშვილი 1990 წლის 11 ივნისს, თბილისში დაიბადა.
დამთავრებული აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მარკეტინგის სპეციალობით.
2010-2012 წლებში იყო შპს "აჭარა ჯგუფის“ ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელის მოადგილე.
2012-2014 წლებში კი იკავებდა სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე.
2014-2019 წლებში იყო შპს "ვოიაჟერის“ გენერალური დირექტორი; ა/კ flydubai-ს რეგიონული მენეჯერი საქართველოში.
2019-2020 წლებში ისევ სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში დაბრუნდა, ამჯერად ხელმძღვანელის პოზიციაზე.
2020 წლის 11 დეკემბრიდან 2021 წლის 25 მაისამდე იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“.
2021 წლის 24 მაისიდან იკავებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტს
2024 წლის არჩევნებისთვის ქვრივიშვილი "ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მეთორმეტე ნომრად წარადგინეს, თუმცა პარლამენტში მალევე შეუწყდა უფლებამოსილება და ეკონომიკის სამინისტროში დაბრუნდა. განაგრძეთ კითხვა