MailOnline-ის ცნობით, მამაკაცი, რომელმაც პარიზის დისნეილენდში ცხრა წლის გოგონაზე დაქორწინება მოინდომა, ბრიტანელი მსჯავრდებული პედოფილია. გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლისჯასკარნი ჯჰაჯიმიდისნეილენდში, "მძინარე მზეთუნახავის“ ზღაპრულ ციხესიმაგრეში საქორწინო ცერემონიის გასამართად 111 000 სტერლინგი გადაიხადა.
საფრანგეთის პროკურატურის განცხადებით, მას ბრალი წაუყენეს თაღლითობაში, ფულის გათეთრებასა და პირადობის მოპარვაში.
MailOnline-მა დაადასტურა, რომ ჯჰაჯის 2016 წელს 15 წლის გოგონაზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ის თავს ჰოლივუდის პროდიუსერად ასაღებდა, გოგონებს წვეულებაზე იტყუებდა და ალკოჰოლურ სასმელებს სთავაზობდა.