მომღერალი ვალერი მელაძე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან წავიდა და კონცერტებსაც ძირითადად ევროპის სხვა ქვეყნებში ატარებს, ამჯერად საიუბილეო ტურნეშია და ესპანეთში იმყოფება. ესპანეთის მარბელაზე მის გვერდით არიან მისი ოჯახის უახლოესი წევრები - მეუღლე, და-ძმა და შვილები. კონცერტზე ძმასთან - კონსტანტინე მელაძესთან და მეუღლესთან - ალბინა ჯანაბაევასთან ერთად გამოვიდა.
მანამდე ერთ-ერთ კონცერტზე შვილიც გვერდში ედგა, რომელიც ძალიან მუსიკალური ბიჭია და სავარაუდოდ, შოუბიზნესში ჩაერთვება მშობლებისა და ბიძის მსგავსად.
ესპანეთიდან ოჯახური ფოტოებიც გამოაქვეყნა ვალერი მელაძემ. იქ არის მისი და - ლიანა მელაძე. ორი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან და სამი შვილი მეორე ქორწინებიდან, ალბინა ჯანაბაევასთან.
სულ ვალერის ექვსი შვილი ჰყავს.
"ოჯახი გვერდითაა - აი, ეს არის ბედნიერება", - წერს მომღერალი.
იქვე აღნიშნა მან 60 წლის იუბილე და ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.