"ნარცისიზმი სინამდვილეში უკიდურესად დაბალ თვითშეფასებას ეფუძნება... ეს ადამიანები იტანჯებიან" - ფსიქოლოგი ნარცისიზმის შესახებ - მშობლები

"ნარცისიზმი სინამდვილეში უკიდურესად დაბალ თვითშეფასებას ეფუძნება... ეს ადამიანები იტანჯებიან" - ფსიქოლოგი ნარცისიზმის შესახებ

2025-06-26 10:48:00+04:00

ფსიქოლოგი სალომე ფანჯიკიძე გადაცემაში "ახალი დღე" ნარცისიზმის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებსაც დაუძლეველი სურვილი აქვთ, რომ ყველას მოსწონდეს, დაბალი თვითშეფასებით იტანჯებიან:

- ბევრი ფსიქოლოგი გეტყვით, რომ ნარცისიზმი, ძალიან მაღალი თვითშეფასება, სინამდვილეში უკიდურესად დაბალ თვითშეფასებას ეფუძნება. ადამიანს აქვს ჟინი, რომ, მაგალითად, ყველას მოსწონდეს. ეს არა უბრალოდ სურვილი, არამედ ჟინია. ეს ჟინი ხშირად ტანჯვას იწვევს იმიტომ, რომ ადამიანი ამას ვერ იკმაყოფილებს. ვერ იკმაყოფილებს იმ სურვილს, რომ ყველას მოსწონდეს იმ ოთახში, სადაც შედის, სადაც ლაპარაკობს, ყველაფერი დამაკმაყოფილებელი და ყველასთვის მოსაწონი იყოს... შესაბამისად, ადამიანი ტანჯვას იწყებს. ეს მექანიზმები, რომლებიც ჩვენში ძალიან გონივრულადაა, გვატყობინებს, რომ რაღაცას ავცდით. ეს რაღაც, ეტყობა, იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. შესაბამისად, ჩვენი მთავარი ფოკუსი მაინც რეალობაზე უნდა სწორდებოდეს.