დღეს კონსტანტინი 21 წლისა. მშობლების პოპულარობის მიუხედავად, გაურბის კამერებს და ყურადღებას, საჯარო ღონისძიებებზეც არ დადის მათთან ერთად, არც ინტერვიუებზე თანხმდება. თუმცა თავისი საყვარელი საქმე აქვს და იმ სფეროში საკმაოდაც აქტიურია. გვერდი აქვს, სადაც საკუთარ დიზაინერულ ნამუშევრებს აქვეყნებს. ამჟამად ლონდონში ცხოვრობს და წმინდა მარტინის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის საკმაოდ პრესტიჟულ კოლეჯში სწავლობს. ევროპის ამ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უმაღლეს სასწავლებელში სწავლა წელიწადში 33 ათასი დოლარი ღირს.
უმცროსი ვაჟი ლუკა არ გაურბის საჯაროობას, პირიქით, მამასთან ერთად უკვე სცენაზეც ჰქონდა დებიუტი და ადრეული ბავშვობიდან მუსიკით არის დაკავებული.
გოგონას კი წყვილი იშვიათად აჩენს და ჯერჯერობით იცავს საჯაროობისგან.
სხვათა შორის, ვალერის პირველ ქორწინებაშიც გაუჩნდა ვაჟი - მისი პირველი შვილი ვაჟი იყო. თუმცა მისი და ირინას ერთობლივი ცხოვრება ტრაგიკულად დაიწყო - ახალშობილი ავადმყოფობდა დაბადებიდან 10 დღეში გარდაიცვალა. წყვილისთვის ეს დიდი დარტყმა იყო, თუმცა შემდეგ მრავალი წელი ბედნიერად იცხოვრეს.