მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა და ლორენ სანჩესმა სტუმრებს ქორწილში საჩუქრების მიტანა აუკრძალეს და ერთი პირობა დაასახელეს, რომლის შესრულება ყველას მოუწევს - 48-მილიონდოლარიანი, "საუკუნის ქორწილი", ვენეციაში გაიმართება - მშობლები

მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა და ლორენ სანჩესმა სტუმრებს ქორწილში საჩუქრების მიტანა აუკრძალეს და ერთი პირობა დაასახელეს, რომლის შესრულება ყველას მოუწევს - 48-მილიონდოლარიანი, "საუკუნის ქორწილი", ვენეციაში გაიმართება

2025-06-26 11:24:23+04:00

მილიარდერმა და მისმა საცოლემ სტუმრებს ქორწილში საჩუქრების მიტანა აუკრძალეს. თუმცა, სანაცვლოდ, მათ სხვა პირობა დაასახელეს, რომლის შესრულებაც ყველას მოუწევს. როგორც ცნობილია, კვირის ბოლოს წლის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ქორწილი გაიმართება. Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი და მისი რჩეული ვენეციაში სამდღიან ზეიმს გამართავენ.

ლორენ სანჩესისა და ჯეფ ბეზოსის საქორწილო წვეულებაზე 48 მილიონი დოლარი დაიხარჯება. წყვილი, დაახლოებით, 200 სტუმარს ელოდება. ქორწილს არაერთი ცნობილი ადამიანი დაესწრება. მათ შორის არიან: ტრამპების ოჯახის წევრები, კეტი პერი, ოპრა უინფრი, კიმ კარდაშიანი და სხვები. ცნობილია ისიც, რომ ჯეფ ბეზოსმა სტუმრებისთვის საუკეთესო სასტუმროები დაიქირავა.

bezosi-sanchesi-2-1750922812.jpg

აღსანიშნავია, რომ მოსაწვევებში არა მხოლოდ ქორწილის დღე და ადგილია მითითებული, არამედ წყვილს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობა აქვს. ლორენ სანჩესი და ჯეფ ბეზოსი სტუმრებს სთხოვენ, რომ ქორწილში საჩუქრები არ მიიტანონ. სამაგიეროდ, მათ მოუწოდებენ, რომ ვენეციის განვითარებისათვის შემოწირულებები გაიღონ. თანხა იუნესკოს ვენეციის ფილიალს, ლაგუნის მნიშვნელოვანი ეკოსისტემების შემსწავლელ ორგანიზაციას, ასევე ვენეციის საერთაშორისო უნივერსიტეტს გადაერიცხება.

"ამ ჯადოსნურმა ადგილმა დაუვიწყარი მოგონებები გვაჩუქა. ვიმედოვნებთ, რომ ამ ძალისხმევისა და თქვენი მონაწილეობის წყალობით ვენეცია ​​მომავალ თაობებს კვლავაც აღაფრთოვანებს." - ნათქვამია მოსაწვევში.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანი წყვილის ქორწილს განსაკუთრებით ელოდება და ყველა დეტალი აინტერესებს, ვენეციის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აღშფოთება მაინც გამოხატა და მიტინგი გამართა. მომიტინგეებმა კედლები შემდეგი სიტყვებით შეღებეს: "ბეზოსი აქ არ უნდა იყოს!" დემონსტრანტები ამ ცერემონიას მასობრივი ტურიზმის კრიზისისა და სოციალური უთანასწორობის სიმბოლოს უწოდებენ.

bezosi-sanchesi-3-1750922829.jpg

ხელისუფლება კი მასშტაბური ქორწილის იდეას მიესალმება და ამბობენ, რომ ქალაქის განვითარებისათვის ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

მაღალი რანგის სტუმრების დასაცავად და ღონისძიების კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად, ორგანიზატორებმა ადგილზე აშშ-ის საზღვაო ქვეითებისგან შემდგარი სპეციალური რაზმი შეიყვანეს. სან-ჯორჯოს კუნძულზე, სადაც ცერემონიის დიდი ნაწილი გაიმართება, უსაფრთხოებას 24 საათის განმავლობაში რამდენიმე ათეული გამოცდილი პროფესიონალი უზრუნველყოფს.

თავდაპირველად, ცერემონია 26 ივნისს ცნობილ Scuola Grande della Misericordia-ში უნდა გამართულიყო, თუმცა ბოლო წუთს ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ღონისძიების არსენალეს ტერიტორიაზე გადაეტანათ. მიზეზი მომიტინგეების გამოსვლები გახდა.

ყველა სირთულის მიუხედავად, წლის ყველაზე მდიდრული ქორწილი მალე გაიმართება. პატარძალი ცერემონიაზე ლეგენდარული Oscar de la Renta-ს სახლის ელეგანტური კაბით გამოჩნდება. ლორენ სანჩესის საქორწინო ლუქის შექმნაში ანა ვინტური პირადად მონაწილეობდა.

bezosi-sanchesi-4-1750922846.jpg

რაც შეეხება ქორწილის ადგილს, ჯერჯერობით ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია. ზოგიერთი წყაროს ცნობით, მთავარი წვეულება Koru-ზე, 127 მეტრიან იალქნიან იახტაზე გაიმართება. სხვა წყაროების ცნობით, გიგანტური გემი ექსკლუზიური წყლის ტაქსის ფუნქციას შეასრულებს და VIP სტუმრებს ადგილზე მიიყვანს.

ცნობილია ისიც, რომ თითოეული სტუმარი ექსკლუზიურ საჩუქარს - Laguna B ბრენდის ხელნაკეთ ვენეციურ მინის ნაკეთობას მიიღებს.

ქორწილის ორგანიზება პრესტიჟულ ლონდონურ კომპანიას, Lanza & Baucina-ს დაევალა. აღნიშნულმა კომპანიამ 2014 წელს ჯორჯ და ამალ კლუნების საოცარი ქორწილი დაგეგმა.